30 იანვარი, 2012 - 14:02

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ორი საჩივარი შევიდა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში“ 29 იანვარს ორი საჩივარი შევიდა.  რომან ქევხიშვილი „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ (ick.ge) ხელმძღვანელს, გელა მთივლიშვილს  უჩივის, ნატო გოგელია კი -  ჟურნალისტ მაია მეცხვარიშვილს ("ნეტგაზეთი"), "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელ" ია ანთაძესა და მედიამკვლევარ ნინო დანელიას.

რომან ქევხიშვილის მოსაზრებით, გელა მთივლიშვილმა მასალაში „დედოფლისწყაროს გამგებელი თაფლობის თვის გასატარებლად  დუბაიში იმყოფება“, ეთიკის ქარტიის მე-10 პრინციპი დაარღვია, რაც ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ითვალისწინებს.

ქევხიშვილი მიიჩნევს, რომ გამგებლის საქორწინო მოგზაურობა მაშინ იქნებოდა განსაკუთრებული ინტერესის საგანი, თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდებოდა.

„სხვა შემთხვევაში გამგებელიც ადამიანია და მასაც აქვს პირადი ცხოვრების უფლება. ჩემთვისაც, როგორც ჟურნალისტისთვის, საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს  საბჭო ამ საკითხთან დაკავშირებით“, -აღნიშნავს რომან ქევხიშვილი.

მისი თქმით,  ick.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში თავდაპირველად  საუბარი გამგებლის გერებზეც იყო. „მას შემდეგ რაც საჩივარი გავგზავნე, მასალა შეცვალეს და შვილების საკითხი საერთოდ ამოიღეს“, - განაცხადა რომან ქევხიშვილმა.

ნატო გოგელიას კი პრეტენზია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ“ 2010 წელს გამოცემული სახელმძღვანელოს მიმართ აქვს. აღნიშნულ გამოცემაში შევიდა ქარტიის მიღებამდე დაბეჭდილი იმ სტატიების ანალიზი, სადაც ეთიკის პრინციპიები იყო დარღვეული. ამ მასალებს შორის მოხვდა ნატო გოგელიას სტატიაც.

 მისი თქმით, მასალების განხილვაზე მან და რედაქციამ თანხმობა მისცა „თუმცა იქ წერია, რომ მენტორი, რომელიც ჩემს სტატიას იხილავდა, მე დამიკავშირდა და ჩემი კომენტარებიც წერია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ტყუილია. მე არავინ დამკავშირებია და კომენტარიც არსად გამიკითებია“, - დასძინა ნატო გოგელიამ. მისი განმარტებით, მენტორები ნინო დანელია და მაია მეცხვარიშვილი იყვნენ, კონკრეტულად ეს სტატია რომელმა, განიხილა მითითებული არ არის, ამიტომ  საჩივარი ორივეს მიმართ შეიტანა, ია ანთაძე კი არასწორი ინფორმაციის გავრცლებაში ბრალდებულებს შორის იმიტომ მოხვდა, რომ ის იმ ინსტიტუტის ხელმძღვანელია, რომელმაც წიგნი გამოსცა.

ქარტიის საბჭოს აღნიშნული საჩივრების დასაშვებობის განხილვისთვის ბოლო ვადა სამ თებერვლამდე აქვს. კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე, ორივე საჩივართან დაკავშირებით,  მოპასუხე მხარეები კომენტარს არ აკეთებენ. 

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.