„სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთის“ გაწევრიანების მსურველებს ელის
პირველ თებერვალს, პირველ საათზე, მედიაგაერთიანება „სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთის“ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ელის ყველა იმ მედიასაშუალების მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, რომელიც გაერთიანებაში გაწევრიანებას გეგმავს.
მედიაგაერთიანება 2012 წლის იანვარში ჩამოყალიბდა. მისმა წევრებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის თანახმადაც წევრ მედიასაშუალებებზე ხელისუფლების ზეწოლის შემთხვევაში, ყველამ ერთობლივად უნდა იმოქმედოს „როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე“. მედიაგაერთიანების წევრმა მედიასაშუალებებმა საინფრომაციო კამპანია, მშვიდობიან მანიფესტაციები, მიტინგები, საქველმოქმედო და სხვა ტიპის აქციები უნდა განახორციელონ, დაამყარონ კომუნიკაცია საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებთან, „დაგეგმონ და განახორციელონ მოქმედებები ევროსტრუქტურებში, უფლებათადაცვით და ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციებში“.
მედიაგაერთიანება არაწევრი მედია ორგანიზაციების დაცვის თაობაზე „გადაწყვეტილებას იღებს ინდივიდუალურად“, - აღნიშნულია გაერთიანების მემორანდუმში
მედიაგაერთიანების წარმომადგენელთა ცნობით, მემორანდუმს უკვე შეუერთდა 23 მედიასაშუალება. ეს მედიაორგანიზაციები არიან: “ალია ჰოლდინგი“, „რეზონანსი“, „ობიექტივი“, „მედია პალიტრა“, რადიო კომპანია „საქართველოს ხმა“, ტელე კომპანია „საქართველოს ხმა“, გაზეთი „ვერსია“, ინტერნეტ გამოცემა „presage.tv“, ჟურნალი „ღია ბოქლომი“, გაზეთი „ბანკები და ფინანსები“, „messenger”-ი, რადიო “მაესტრო“, ტელეკომპანია „მაესტრო“, მედია კორპორაცია „ასავალ-დასავალი“, გაზეთი „ბორჯომი“, ჟურნალი „ქვაკუთხედი“, გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, „გლობალ.ტვ“, „საქართველო და მსოფლიო“, საინფორმაციო სააგენტო „ივერიონი“, ჟურნალი „ ბიზნესი და კანონმდებლობა“, გაზეთი „დღეს და ხვალ“ და სტუდია „მონიტორი“
ხელმოწერის ბოლო თარიღია 1 თებერვალი. საკონტაქტო ნომრებია - 599 78 09 03; 593 73 55 00

ახალი კომენტარის გამოქვეყნება