შსს - სოფო ნიკოლაშვილმა დანაშაული აღიარა
ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილი მის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებს - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ვებ-გვერდზე განმარტებულია, რომ სოფო ნიკოლაშვილი ბრალდებულია მკვლელობის მცდელობაში და იარაღის უკანონო ტარებაში.
სამართალდამცავების ცნობით, ნიკოლაშვილი პოლიციის თანამშრომლის, გიორგი სიბაშვილისთვის ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას 31 იანვარს საღამოს ქალაქ გურჯაანში შეეცადა. სიბაშვილმა იარაღის წაართმევა მოახერხა და პოლიციაში მიიყვანა.
დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში გაზეთი “ახალი თაობა” სიბაშივილის გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას აქვეყნებს, სადაც ის ამბობს, რომ ბრალდებული გასული წლის გაზაფხულზე გაიცნო, მთელი ამ ხნის მანძილზე კონფლიქტი არ ჰქონიათ და მეგობრობდნენ.
დაკავებულის უფლებებს, ადვოკატი მაგული ღვალაძე იცავს. სოფო ნიკოლაშვილი თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
ის 2008 წლიდან 2011 წლის აგვისტომდე გაზეთ “კახეთის ხმაში” მუშაობდა.
ახალი კომენტარის გამოქვეყნება