31 იანვარი, 2012 - 11:12
შალვა რამიშვილი ახალ გადაცემას გააკეთებს
გაზეთ „ალიას“ 31 იანვრის ნომერში შალვა რამიშვილი ახალი პროექტის დაწყების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს. მისი თქმით, გადაცემა იუმორისტულ-სარკასტული იქნება და მის შექმნაში მონაწილეობის მიღება არამხოლოდ კარგი იუმორის მქონე ადამიანებს შეეძლებათ .
„შეიძლება კარგი მემონტაჟე იყოს, ან კარგი მსახიობი. ყველას ვეპატიჟებით“, - ამბობს რამიშვილი „ალიასთან“ საუბრისას.
ის გადაცემის სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს და მხოლოდ იმას განმარტავს, რომ პროექტი კომერციული იქნება, რამიშვილის სტუდიაში დამზადდება და დაინტერესებულ ტელევიზიებს მიჰყიდიან .
ახალი კომენტარის გამოქვეყნება