რადიო „ჰერეთის“ ვაკანსია წამყვანებისა და პროდიუსერების თანამდებობაზე
რადიო "ჰერეთის" თბილისის ოფისი აცხადებს ვაკანსიებს საინფორმაციო, ანალიტიკური, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქ-შოუების, გასართობი პროგრამების წამყვანების ავტორების და პროდიუსერების თანამდებობებზე.
რადიო "ჰერეთი" ეძებს ნოვატორულ, პროგრესულ, ნიჭიერ და კრეატიულ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გამორჩეული ხმის ტემბრი და სურთ ქართულ მედიასივრცეში უპრეცენდენტო, მაღალრეიტინგული და სმენადი პროდუქტები შექმნან.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია მედიამიმართულებით.
** მედიაში მუშაობის სტაჟი (არანაკლებ 2 წელი)
** ქართული, ინგლისური ( სასურველია რუსული) ენების ბრწყინვალე ცოდნა.
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები: MS Office - Word, Excel, PowerPoint. ასევე, ხმის პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
თვისებები:
** ნოვატორული, კრიტიკული და კრეატიული აზროვნება; კომუნიკაციის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა; დროის მართვის კარგი უნარი; სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი (აუცილებელია) მისამართზე: reklama@heretifm.com არა უგვიანეს 2012 წლის 1 მარტისა (გთხოვთ, subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის და სამოტივაციო წერილის მიხედვით. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება (დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან).
რადიო "ჰერეთი" წარმოადგენს დამოუკიდებელ მედიაკომპანიას საქართველოში. ამ ეტაპზე ჰერეთის მაუწყებლობა ვრცელდება კახეთის რეგიონში, ინტერნეტით და Apple-ს აიფონების მეშვეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. უფრო დაწვრილებით "ჰერეთის" შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: http://www.heretifm.com
tele-radio jurnalistika maqvs
ახალი კომენტარის გამოქვეყნება