31 იანვარი, 2012 - 14:27

„პირველი სტერეოს“ ანგარიშებს ყადაღა მოეხსნა

ტელეკომპანია

მუსიკალური ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ საბანკო ანგარიშებს ყადაღა მოეხსნა. კომპანიამ „ალფა კომის“ მიმართ დაგროვილი დავალიანების გადახდა დაიწყო. როგორც Media.Ge-ს „ალფა კომის“ ადვოკატმა ნუგზარ ზეიკიძემ აცნობა, კვლავ დაყადაღებულია ტელეკომპანიის ტექნიკა. 

„ჩვენს შორის შედგა შეთანხმება. 23 იანვარს ანგარიშებს ყადაღა აეხსნა იმისათვის, რომ მათ დავალიანება ეტაპობრივად 2013 წლის 1 იანვრამდე დაფარონ. პირველი თვის თანხა უკვე შეიტანეს“, - თქვა ნუგზარ ზეიკიძემ.

სახელმწიფომ „პირველი სტერეოს“ ანგარიში და აპარატურა 2011 წლის ნოემბერში დააყადაღა. ყადაღის საფუძველი კომპანია „ალფა კომის“ („საქართველოს ტელერადიოცენტრის“ სამართლამემკვიდრე) მიმართ ანძის მომსახურების დავალიანების, 181 ათასი ლარის,  გადაუხდელობა გახდა. ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა დავით ზილფიმიანმა გასული წლის 24 ნოემბერს გამართულ  პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ალფა კომთან“ დადებული კონტრაქტის თანახმად, მომსახურება გულისხმობდა ტელეკომპანიის კუთვნილი გადამცემის „შენახვასა და მოვლა-პატრონობას“.

მისივე განმარტებით, ტელეკომპანიას დავალიანება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაუგროვდა. „იმ პერიოდში გორში ჩვენი ანძა აფეთქდა და მთელი ფინანსური რესურსი ახალი ანძის შესაძენად დავხარჯეთ, მათ კი იმ თვეების გადასახადიც დაგვაკისრეს, როცა მაუწყებლობა გათიშული გვქონდა“, - თქვა მაშინ ზილფიმიანმა პრესკონფერენციაზე.

„ალფა კომმა“ „პირველ სტერეოს“ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2010 წლის 28 ოქტომბერს უჩივლა. პროცესი კი 2011 წლის მაისში მორიგებით დასრულდა. მხარეები თანხის გადანაწილებაზე შეთანხმდნენ. მაუწყებელმა გარანტიად საკუათარი ტექნიკა ჩადო. ზილფიმიანის თქმით, თანხის გადახდას მათ მხოლოდ ერთი თვე გადააცილეს, რაც ტექნიკისა და ანგარიშების დაყადაღების საფუძველი გახდა.

„ალფა კომი“, რომლის 100%-ის მესაკუთრე სახელმწიფოა,  ფლობს თბილისის ტელეანძას, ასევე საქართველოს რეგიონებში განთავსებულ 30-ზე მეტ მცირე ანძას, ემსახურება 16 ტელეკომპანიასა და 30-ზე მეტ რადიოსადგურს.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.