„ახალი თაობა“ ჟურნალისტ სოფო ნიკოლაშვილის დაკავების შესახებ წერს
გაზეთი “ახალი თაობა” ჟურნალისტ სოფო ნიკოლაშვილის დაკავების ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც პოლიციის თანამშრომლის გიორგი სიბაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული.
ინციდენტი 31 იანვარს მოხდა. სამართალდამცავების ცნობით, სოფო ნიკოლაშვილი შეეცადა გიორგი სიბაშვილისთვის ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას, თუმცა სიბაშვილმა მას იარაღი წაართვა და პოლიციაში მიიყვანა. ჟურნალისტი თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
“ახალი თაობა” გიორგი სიბაშვილის გამოძიებისთვის მიცემის ჩვენების შინაარსაც აქვეყნებს. სიბაშვილის თქმით, მან სოფო გასულ გაზაფხულს გაიცნო და არავითარი კონფლიქტი ამ ხნის მანძილზე არ ჰქონიათ. სოფო ნიკოლაშვილი მას 31 იანვარს დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა, რა დროსაც მის მოკვლას შეეცადა.
გაზეთი „ახალი თაობა“ „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ბრალდებული ადვოკატის გარეშე დაკითხეს, მიუხედავად იმისა, რომ სოფო ნიკოლაშვილმა ადვოკატი არაერთხელ მოითხოვა.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდელობით პოლიცია ვალდებული იყო, ბრალდებულის ოჯახის წევრებისთვის მისი დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებინა. თუმცა, ეს ასე არ მოხდა და ოჯახი სოფო ნიკოლაშვილს მთელი ღამის მანძილზე საავადმყოფოებსა და ნათესავებთან ეძებდა.
ამჟამად დაკავებულის უფლებებს, ადვოკატი მაგული ღვალაძე დაიცავას, რომელიც გაზეთის ცნობით, საქმის დეტალებზე არ საუბრობს.
ახალი კომენტარის გამოქვეყნება