მალხაზ გულაშვილისა და მისი არასრულწლოვანი ვაჟის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას მოითხოვენ
"სახალხო მართლმადიდებული მოძრაობის" წევრების მიმართ, უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში , მიმდინარეობდა დევნა მათ მიერ მხოლოდ და მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების განხორციელების გამო. მოძრაობის რვა წევრი, უკვე ორი თვეა პატიმრობაში იმყოფება, ხოლო ლიდერის, მალხაზ გულაშვილისა და მისი არასრულწლოვანი ვაჟის, დავითის მიმართ ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოიყენა მუხლი, რომლითაც დღემდე საქართველოს არცერთი მოქალაქე საკუთარ სამშობლოში არ გაუსამართლებიათ"-წერია მიმართვაში. მიმართვის ავტორების თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ გულაშვილსა და მის ვაჟს უკანონოდ დააკისრა სასჯელი იმ საზღვრის გადაკვეთის გამო, რომელსაც თავად ვერ აკონტროლებს. მიმართვაში აგრეთვე წერია, რომ "საქართველოდან კანონის დარღვევით გასულ მოქალაქეს, ჩვეულებრივ იმ ქვეყნის მართლმსაჯულება ერჩის, რომელშიც ისინი უკანონოდ შედიან. ამ შემთვევაშიც მას მხოლოდ დეპორტაცია ემუქრება და არა-პატიმრობა"
მიმართვის ხელისმომწერებს შორის არიან ყოფილი სახალხო დამცველები- ნანა დევდარიანი და სოზარ სუბარი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები-დავით გამყრელიძე, ირინა სარიშვილი-ჭანტურია, გიორგი გუგავა, თეიმურაზ შაშიაშვილი, კობა დავითაშვილი, ჟურნალისტები-თეა სიჭინავა, ეკა ბერიძე, ჯაბა ხუბუა, ირმა ინაშვილი, მსახიობები-კახი კავსაძე, გურამ ფირცხალავა, გივი ბერიკაშილი, რეჟისორები-რეზო ესაძე, რობერტ სტურუა, გიორგი ხაინდრავა და ა.შ.
მამა-შვილმა გულაშვილებმა საქართველო მიმდინარე წლის მაისში დატოვეს, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია "კავკასიაზე" თავდასხმაში ეჭვმიტანილები დააკავეს. მალხაზ გულაშვილმა საქართველოდან წასვლა ხელისუფლების მხრიდან მისი ვაჟის წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების თავიდან არიდების სურვილით ახსნა.
2010 წლის 7 მაისს, ახალგაზრდა ავტორის ერეკლე დეისაძის წიგნთან "საიდუმლო სირობასთან" დაკავშირებით ტელეკომპანია "კავკასიის" პირდაპირ ეთერში გამართული დისკუსიის დროს, "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" (მმკ), ასევე "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" (სსმ) წარმომადგენლებსა და მათ ოპონენტებს შორის გაჩენილ უთანხმოებას ტელეკომპანიაში უცხო პირთა შეჭრა და ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. "კავკასიის" პირდაპირ ეთერში გასული კადრების მიხედვით, ინციდენტის დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანიის პრეზიდენტს, დავით აქუბარდიას და რამდენიმე თანამშრომელს.
პოლიციამ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლისა და ხულიგნობის ბრალდებით ინციდენტის მონაწილე 8 ახალგაზრდა დააკავა, ყველა მათგანი მართლმადიდებლური ორგანიზაციების წევრები არიან. სასამართლომ 7 მათგანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ერთი კი გაათავისუფლა. ეჭვმიტანილთა სასამართლო პროცესი 28 ივნისს დაიწყო.
21, 22 და 23 ივლისს სასამართლომ ინციდენტთან დაკავშირებით 12 ადამიანი დაკითხა, რომელთა შორის არიან ტელეკომპანია "კავკასიის" მფლობელი ნინო ჯანგირაშილი, ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი, ასევე ტელეკომპანიის სხვა თანამშრომლები და და სხვები. არც მოწმეებმა და არც დაზარალებულებმა, დაკავებული 8 ადამიანიდან დამნაშავედ არცერთი არ მიიჩნია. დაზარალებულის სტატუსით დაკითხულმა, "კავკასიის" მფლობელმა დავით აქუბარდიამ კი, სასამართლოზე განაცხადა, რომ საჭიროა გამოძიების სწორად და ოპერატიულად ჩატარება. შემდეგი სასამაღთლო პროცესი 29 ივლისს არის დანიშნული.
ras nishnavs "ყველა მათგანი
Отправить комментарий