გერმანია ახალგაზრდა გამომძიებელ ჟურნალისტებს უმასპინძლებს
18-დან 26 წლამდე ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან საგამოძიებო ჟურნალისტიკით, საშუალება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ მედიაკონფერენციაში, რომელიც 23-26 აგვისტოს პოსტდამში (გერმანია) გაიმართება.
კონფერენციას წარუძღვებიან, საგამოძიებო ჟურნალისტიკის პროფესიონალი ლექტორები და გერმანიის ტელე-რადიოს გამოცდილი ჟურნალისტები, რომლებიც პროგრამის მონაწილეებს სხვადასხვა სასარგებლო რჩევებს მისცემენ. პროგრამა დატვირთული იქნება პრაქტიკული სავარჯიშოებით, აპლიკანტთა ნამუშევრები შემდგომ გამოქვეყნდება საიტზე. www.orangelog.eu.
პროექტში ჩართვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ თემა სახელწოდებით "მეოთხე ხელისუფლების ძალა - საგამოძიებო ჟურნალისტიკა ჩემს ქვეყანაში" . საუკეთესო ნაშრომის საფუძველზე შეირჩევა 30 მონაწილე.
ხარჯებს კონფერენციის ორგანიზატორი მხარე აანაზღაურებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საიტს : http://www.m100potsdam.org
temebi e-mail-is sashulebit
tema e-meil-it unda
meti informaci unda ixilot
gamarjobat. tema qartulad
ამ თემაზე მიმართეთ
Отправить комментарий