2010 წლის 12 მარტს 16:00 საათზე ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ოფისში (ჭოველიძის ქ # 10) გაიმართება სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიების მორიგი ფილმის პრეზენტაცია. ფილმი 2009 წლის 6 მაისს თბილისის პოლიციის სამმართველოს წინ გამართულ საპროტესტო აქციის დაშლის შესახებ მოგითხრობთ.
ფილმის შინაარსის თანახმად, აქციის დროს პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად გამოიყენა ბელგიური წარმოების ნაკლებლეტალური იარაღი FN- 303. ამ იარაღის გამოყენების შედეგად ცალ თვალში მხედველობა დაკარგა საქართველოს ორმა მოქალაქემ, დავით ჩანტლაძემ და ირაკლი ხომასურიძემ. ირაკლი ხომასურიძე, რომლებიც ამჟამად მხოლოდ საკუთარი ახლობლებისა და მედიკოსების უანგარო შრომის წყალობით უმკლავდებიან.
აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მაგრამ რეალურად გამოძიება არ მიმდინარეობს. ამ ეჭვს ამყარებს ის ფაქტიც, რომ არც ხომასურიძე და არც ჩანტლაძე დაზარალებულებად ცნობილები არ არიან, გარდა ამისა, 6 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით არ არიან დაკითხული სხვა დაზარალებული მოქალაქეები დაზარალებული მოქალაქეები, რომლებმაც საჩივრით მიმართეს თბილისის პროკურატურას და მოითხოვეს 6 მაისის ინციდენტის ობიექტური და სწრაფი გამოძიება.
Отправить комментарий