ტელევიზიების და პროგრამების რეიტინგი
"კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა", აპრილში, ქართულ-ჰოლანდიური პროგრამის ფარგლებში, სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა ტელევიზიების, პარტიების, პოლიტიკოსების და აქტუალური საკითხების რეიტინგის დადგენის მიზნით. კითხვაზე, ქართული ტელეარხებიდან რომელს უყურებთ ყველაზე ხშირად, გამოკითხული 500 რესპოდენტიდან, 52.8 %-მა უპირატესობა ტელეკომპანია "იმედს" მიანიჭა. 41.9%-ით მეორე ადგილზე ტელეკომპანია "რუსთავი 2" გავიდა. ამ ორი არხისგან განსხვავებით, დანარჩენ ქართულ ტელევიზიებს საკმაოდ დაბალი რეიტინგი აქვთ:
"202" – 1.6% "მზე" – 1.1% "ალანია" – 1.1% "კავკასია" – 0.4% "საზოგადოებრივი მაუწყებელი" – 0.4% "პირველი სტერეო" – 0.2% "მაესტრო" -0.2% ყველას - 0.2%
რესპოდენტებს უნდა დაესახელებინათ ასევე სატელევიზიო გადაცემები (არხის მიუხედავად), რომლებსაც ხშირად უყურებენ. ამ გამოკითხვაში პირველი ადგილი ტელეკომპანია "იმედის" საავტორო გადაცემა "დროებამ" დაიკავა - 66.3%. მას მცირედით ჩამორჩება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო პროგრამა "კურიერი" – 64.3%. მესამე და მეოთხე ადგილები უკავია "იმედის" საინფორმაციო გამოშვებას "ქრონიკა" - 52.5% და ამავე არხის საავტორო გადაცემას "რე_აქცია" – 34.4%. სხვა გადაცემების რეიტინგი კი ასეთია:
"შაბათის შოუ" ("რუსთავი 2") – 29.9%; ტელეჟურნალი "პოსტ-სკრიპტუმი" ("რუსთავი 2") – 21.00%; სერიალები - 19.00%; "ღამის შოუ" ("რუსთავი 2") – 13.6%; სავტორო გადაცემა "პირველები" – ("იმედი") - 12.5%; თოქ-შოუ "თავისუფალი თემა" ("რუსთავი 2") – 11.4%;
ახალი კომენტარის გამოქვეყნება