7 აპრილი, 2011 - 18:34

ბავშვთა უფლებები და ქართული მედია

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა, გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად  პროექტის ფარგლებში-„ბავშვთა საკითხების ეთიკური და პროფესიული გაშუქების ხელშეწყობა ქართულ მედიაში", ფოთში მეშვიდე შეხვედრა გამართა.

ორსაათიანი დისკუსია, რომელშიც ადგილობრივი ჟურნალისტები, ბავშვთა უფლებების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პედაგოგები  მონაწილეობდნენ, თავიდანვე აქტიურად დაიწყო.

როგორც სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარემ, ია ანთაძემ განაცხადა, პროექტის მიზანია ბავშვთა საკითხების ეთიკური და პროფესიული გაშუქების მხარდაჭერა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბავშვის თემა ერთ-ერთი რთული თემაა ქართული მედიისთვის, რასაც ორი მიზეზი განაპირობებს. პირველი, ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა ზუსტად არ იციან ბავშვის საკითხის გაშუქების ის ჩარჩო, რომელიც, ერთი მხრივ, ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას და, მეორე მხრივ, გაბნეულია საქართველოს კანონმდებლობასა და ეთიკის კოდექსებში. მეორე მიზეზი კი, ისაა, რომ საზოგადოება არ არის ჩართული მედიასთან დიალოგში ამ თემაზე და არ ფლობს ბერკეტს, რომლის მეშვეობითაც შეძლებდა, ეკონტროლებინა ბავშვის უფლებების დაცვა მედიის მხრიდან",-დასძინა ანთაძემ, რომელიც შეხვედრის მონაწილეებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაზე და მაუწყებელთა ქცევის კოდექსზე ესაუბრა, სადაც დეტალურად არის გაწერილი ბავშვის საკითხების გაშუქების  სტანდარტი.

გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი  მაია ქურციკიძე მიიჩნევს, რომ ქართულ მედიაში ბავშთა უფლებები, ელემენტალური პრინცების დარღვევით შუქდება.

„ბავშვთა იდენტიფიკაცია და მათი ისტორიებისთვის სენსაციურობისა და სკანდალის ელფერის მიცემაა სწორედ ის დარღვევა, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება მედიაში,"-განაცხადა ქურციკიძემ.

პროექტის ექსპერტებმა, ნინია კაკაბაძემ და გოგი გვახარიამ კი, იმ კონკრეტულ შემთხვევებზე ისაუბრეს, რომელსაც ქართულ ტელესივრცეში აქვს ადგილი. როგორც მათ აღნიშნეს, ყველაზე ხშირად ბავშვთა უფლებებს ეროვნული მაუწყებლები არღვევენ. განსაკუთრებულად აღინიშნა ტელეკომპანია „იმედის" მიერ მომზადებული სპეციალური რეპორტაჟი, რომელიც დედის მიერ შვილის მკვლელობის ფაქტს ეხებოდა. არამარტო ექსპერტების, არამედ, შეხვედრის ზოგიერთი მონაწილის აზრით, ამ შემთხვევაში არამარტო ბავშვის, დედის უფლებაც შეილახა, რადგან ჟურნალისტები დაინტერესდნენ სენსაციური ფაქტით და არა მისი გამომწვევი მიზეზებით. მითუმეტეს,  ამ ყველაფრის გაშუქება თეატრალიზებულად მოხდა.

შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ, რატომ გახშირდა ბოლო პერიოდში, ბავშვებზე ძალადობის ფაქტების გაშუქება ტელევიზიებით და რამდენად აინტერესებს მსგავსი თემატიკა მაყურებელს. გოგი გვახარიამ მსგავსი სიუჟეტები ბოევიკს შეადარა და აღნიშნა, რომ არსებობს ძალიან დიდი ნაწილი საზოგადოებისა, ვისაც ეს აინტერესებს.

შეხვედრის მონაწილეები შეთახმდნენ, რომ აუცილებელია ამაღლდეს მედიაში დასაქმებულთა პროფესიული დონე,  რათა ბაშვთა საკითხები სტანდარტების შესაბამისად შუქდებოდეს. საჭიროა    საზოგადოება  მომთხოვნი გახდეს მედიაკონტენტის მიმართ და ამგვარად  შეეწინააღმდეგოს მედიაში ბაშვთა უფლებების შელახვას.

ია ანთაძის განცხადებით, პროექტის მეორე ეტაპზე, 80 მედია-საშუალებაში ბავშვთა უფლებების დარღვევის ყველა შემთხვევა  იქნება აღწერილი და გამოქვეყნებული. პროექტს გაერო-ს ბავშვთა ფონდი და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ერთობლივად  განახორციელებენ.

მსგავსი დისკუსია კიდევ 3 რეგიონში გაიმართება.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.