კონკურსი ბეჭდვითი მედიის ჟურნალისტებისთვის

9 სექტემბერი, 2010 - 09:55
დედლაინი: 
15 ნოემბერი, 2010 - 13:55

დემოკრატიის ინსტიტუტი, ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტის "დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარის რეგიონში" ფარგლებში, აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის თემაზე: "რა არის დემოკრატია?".

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში მოქმედ ყველა ჟურნალისტს და ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს.

კონკურსში მონაწილეობისთვის, სტატია აუცილებელად გამოქვეყნებული უნდა იყოს არანაკლებ 1500 ტირაჟიან გაზეთში, კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო ორი წლის პერიოდში.

კონკურსში საუკეთესო სტატიის ავტორებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო: Iადგილი-150აშშდოლარი; IIადგილი-100აშშდოლარი; III ადგილი - 50 აშშ დოლარი.

ჟიური შერჩევისას პრიორიტეტს მიანიჭებს მასალებს, რომლებიც: - საუკეთესოდ აღწერს ქართულ კულტურის/სამართლის ძეგლების და დემოკრატიული ღირებულებების ურთიერთმიმართებას. - ემსახურება დემოკრატიის არსისა და მცნების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისგაზრდას. - საზოგადოებაში წამოჭრის დიალოგს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობაზე. გამარჯვებულთა ნამუშევრები გამოიცემა კრებულის სახით და გავრცელდება სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, მედიაორგანიზაციებში და გადაეცემა ყველა დაინტერესებულ პირს. ნამუშევრების წარმოდგენა შესაძლებელია, როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული (გაზეთის დასკანერებული ვერსია) ფორმით 2010 წლის 15 ნოემბრამდე.

ნამუშევრებს აუცილებლად უნდა ახლდეს განმცხადებლის სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი და საკონტაქტო ინფორმაცია. ნამუშევრები წარმოდგენილი უნდა იქნეს დემოკრატიის ინსტიტუტის ოფისში, ორშაბათიდან  პარასკევის ჩათვლით, სამუშაო საათებში, ან გამოგზავნილ იქნეს ელ.ფოსტაზე: info@iod.ge (გთხოვთ მოითხოვოთ ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი ნამუშევრის მიღების/რეგისტრაციის დადასტურება)

მის: ქ. ბათუმი ფანავაზ მეფის ქუჩა 144. საკონტაქტო პირი: მარიკა ჩხუბაძე ტელ: (888 222) 7 57 44. 7 74 25;   მობ: 877 17 37 03. ელ.ფოსტა: m.chkhubadze@iod.ge

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.