"ინტერნიუსი - საქართველო" იწვევს ბეჭდვითი მედიის ჟურნალისტებს სემინარში მონაწილეობის მისაღებად
7 სექტემბერი, 2010 - 11:10
დედლაინი:
17 სექტემბერი, 2010 - 15:10 "ინტერნიუსი - საქართველო" ბეჭდვითი მედიის ჟურნალისტებს იწვევს თბილისში დაგეგმილ სემინარზე, თემა - ჯანდაცვის საკითხებზე ინფორმაციის ხარისხის გაუმჯობესება და გავრცელება.
სემინარის მიმდინარეობა: 25-29 სექტემბერი..
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 17 სექტემბერი.
სემინარი ტარდება თბილისსა და რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებისთვის.
რეგიონებიდან მოწვეულ ჟურნალისტებს აუნაზღაურდებათ მგზავრობის და თბილისში ცხოვრების ხარჯები.
სამინარში მონაწილეობის მსურველებმა მოკლე რეზიუმეები უნდა გააგზავნონ მისამართზე:
eka@internews.ge ( ეკა ბერიძე, პროექტის მენეჯერი).
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: (+995 32) 92-33-96, ან (+995 32) 92-33-97
ახალი კომენტარის გამოქვეყნება