"ინტერნიუსი - საქართველო" იწვევს ტელეჟურნალისტებს სემინარში მონაწილეობის მისაღებად
7 სექტემბერი, 2010 - 11:05
დედლაინი:
17 სექტემბერი, 2010 - 15:05 "ინტერნიუსი - საქართველო" ტელე ჟურნალისტებს იწვევს თბილისში დაგეგმილ სემინარზე, თემა - ჯანდაცვის საკითხებზე ინფორმაციის ხარისხის გაუმჯობესება და გავრცელება.
სემინარის მიმდინარეობა: 24-28 სექტემბერი..
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 17 სექტემბერი.
სემინარი ტარდება თბილისსა და რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებისთვის.
რეგიონებიდან მოწვეულ ჟურნალისტებს აუნაზღაურდებათ მგზავრობის და თბილისში ცხოვრების ხარჯები.
სამინარში მონაწილეობის მსურველებმა მოკლე რეზიუმეები უნდა გააგზავნონ მისამართზე:
eka@internews.ge ( ეკა ბერიძე, პროექტის მენეჯერი).
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: (+995 32) 92-33-96, ან (+995 32) 92-33-97
ახალი კომენტარის გამოქვეყნება