ახალი მედიის სერტიფიცირებული კურსი ბათუმში
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი და Transitions Online ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" ხელშეწყობით აცხადებს ახალი მედიის უფასო სერტიფიცირებულ კურსს მოქმედი ჟუნალისტებისთვის. კურსი დაიწყება 20 სექტემბერს ერთკვირიანი ყოველდღიური შეხვედრებით და გაგრძელდება 31 ოქტომბრამდე კვირაში ორი სრულდღიანი ტრეინინგებით.
კურსის მონაწილეები გაეცნობიან ახალი მედიის თანამედროვე გამოცდილებას და დაეუფლებიან აუცილებელ უნარ-ჩვევებს საკუთარი ინტერნეტ-პუბლიკაციების შესაქმნელად.
კურსი თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისგან შედგება და მოიცავს შემდეგ თემატიკას:
- ინტერნეტ-მედიის შესავალი
- როგორ მუშაობს საძიებო სისტემები
- HTML საფუძვლები
- სოციალური ქსელები
- Google სერვისები და საშუალებები
- მობილური ტექნოლოგიები ჟურნალისტურ საქმიანობაში
- ბლოგის თავისებურება
- ინტერნეტ-პუბლიკაციის სპეციფიკა
- აუდიორეპორტაჟი
- ფოტო-ესეს გადაღება, აუდიოსლაიდშოუს დამზადება
- ვიდეორეპორტაჟი
- უსაფრთხოება და კერძო ინფორმაციის დაცულობა ინტერნეტში
- ინტერნეტ-სტრატეგია და ბიზნეს-მოდელები
კურსს ასწავლიან ქართველი და უცხოელი ტრენერები.
კურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ჟურნალისტს, რომელსაც აქვს საოფისე პროგრამებთან და ინტერნეტთან მუშაობის მინიმალური გამოცდილება.
გთხოვთ, მონაწილეობის მსურველებმა 16 სექტემბრამდე გამოაგზავნოთ თქვენი CV (მიუთითეთ რომელ კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობთ) ელ. ფოსტაზე: anna@gipa.ge.
ანა ქეშელაშვილი http://socialblurbs.ge http://twitter.com/anano
ახალი კომენტარის გამოქვეყნება