ICRC-ის მიერ ორგანიზებული კონკურსი ახალგაზრდა რეპორტიორებისთვის
2 სექტემბერი, 2010 - 14:24
დედლაინი:
1 ოქტომბერი, 2010 - 18:24 ახალგაზრდა რეპორტიორებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შეიარაღებული კონფლიქტების გაშუქებითა და ჰუმანიტარული საქმიანობით, შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) მიერ ორგანიზებულ კონკურსში.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 1 ოქტომბერია.
კონკურსი გამოავლენს 4 გამარჯვებულს , რომლებიც შეუერთდებიან წითელი ჯვრის დელეგაციას, საქართველოში, ლიბანში, ლიბერიასა და ფილიპინებში. დელეგაცია ამ ქვეყნებში 2011 წლის იანვარ-თებერვალში გაემგზავრება. პროგრამის მონაწილეები ანგარიშით 8 მაისს ჟენევაში ( შვეიცარია) წარსდგებიან.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 18-25 წლის რეპორტიორებს, რომლებიც კარგად ფლობენ ინგლისურ ენას.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საიტს: http://www.icrc.org/eng/competition
ახალი კომენტარის გამოქვეყნება