კიპლინგერის მოკლევადიანი სტიპენდიები ჟურნალისტებისთვის საზოგადოებრივ საქმეთა სფეროში

2 სექტემბერი, 2010 - 12:54
დედლაინი: 
30 ნოემბერი, 2010 - 16:54

კიპლინგერის პროგრამა (Kiplinger Program) გთავაზობთ მოკლევადიან სტიპენდიებს, რომელიც ჟურნალისტებს ახალი ონლაინ ინსტრუმენტების და არხების უფრო ეფექტურად  გამოყენებაში დაეხმარება.

პროგრამა განხორციელდება  ჯონ გლენის სახელობის საზოგადოებრივ საქმეთა სკოლაში, ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტში. ერთკვირიანი ინტენსიური სწავლების პერიოდში, 2011  წლის 30 მარტიდან 6 აპრილამდე, სტიპენდიანტებს შეასწავლიან  სოციალური მედიისა და წყაროების გამოყენების მეთოდებს, რაც მათ  თემების უფრო ეეფქტურად გაშუქებაში დაეხმარება.  სასწავლო  საგნების სია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ვებ-გვერდიდან: http://www.kiplingerprogram.org/kiplinger_program/Kiplinger Program session descriptions.pdf?C=c2086f874b0641a192fd8cee6ab5d790&URL=http://kiplingerprogram.org/kiplinger_program/Kiplinger Program session descriptions.pdf.

პროგრამის დასრულების შემდეგ მისი მონაწილენი ნიუსრუმებს ახალი კონტაქტებით, იდეებით და უნარ-ჩვევებით დაბრუნდებიან. მოგვიანებით ისინი ასევე შეძლებენ  დარეგისტრირდნენ  დამატებით ტრენინგ სესიაში მონაწილეობისთვის - მიიღებენ რჩევებსა და ახალ იდეებს ცნობილი ჟურნალისტებისგან.

პროგრამა სტიპენდიანტის რედაქტორს  საშუალებას აძლევს  დაესწროს ტრენინგის შემოკლებულ  სამდღიან კურსს ივნისის შუა რიცხვებში.

კიპლინგერის ფონდის დახმარების წყალობით ტრენინგი ჩატარდება უფასოდ, ასევე ანაზღაურდება მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯები.

მსურველებმა უნდა შეავსონ ონლაინ განაცხადი http://www.zoomerang.com/Survey/WEB22AWB9EBB7P.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 30 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორს პატი კონფარს (Patti Confar) confar.4@osu.edu.

დამატებითი ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე: http://www.kiplingerprogram.org

მინიმუმ 5 წლიანი ჟურნალისტური

მინიმუმ 5 წლიანი ჟურნალისტური გამოცდილება უნდა გქონდეს რომ შეგეძლოს ამ პორგრამაში მონაწილეობის მიღება. :(

ra motxovnebi aqvs? ucxo enic

ra motxovnebi aqvs? ucxo enic codna albat savaldebuloa. inglisuri?

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.