საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის თემაზე - "ტოლერანტობა და მრავალფეროვნება".

2 სექტემბერი, 2010 - 09:32
დედლაინი: 
15 ოქტომბერი, 2010 - 13:32

კონკურსის ორგანიზატორია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ 2010 წლის 15 თებერვლიდან 15 ოქტომბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეული პერიოდულობით (ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური) გავრცელებულ გაზეთში გამოქვეყნებული სტატია, რომელიც უნდა უკავშირდებოდეს შემდეგ თემატიკას:

** საქართველოს ეთნოსთაშორის და/ან რელიგიათშორის ურთიერთობებს;

** საქართველოს ეთნოსებისა და/ან მოქმედი რელიგიების ყოველდღიურობას, კულტურასა და თავისებურებებს;

** ქვეყანაში ტოლერანტული გარემოს განვითარების პოტენციალს;

** უმცირესობების მდგომარეობას საქართველოში;

** საზოგადოებაში შეუწყნარებლობის, ქსენოფობიის, დისკრიმინაციის პრობლემას;

** საზოგადოებაში რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დამკვიდრებული ნეგატიური სტერეოტიპების კრიტიკულ ანალიზს;

** შეუწყნარებლობასთან, დისკრიმინაციასთან, ქსენოფობიასთან და ექსტრემიზმთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილებასა და მის ასახვას საქართველოში;

** სახელმწიფოსა და რელიგიური გაერთიანებების ურთიერთობათა სხვადასხვა ასპექტებს.

გამოქვეყნებული პუბლიკაცია საზოგადოებაში ტოლერანტული გარემოს დამკვიდრებას, მრავალფეროვნების კულტურის პატივისცემასა და ზემოჩამოთვლილ საკითხებზე დისკუსიის ინიცირებას უნდა უწყობდეს ხელს.

სტატიის მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 1000 სიტყვისა.

კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს სახალხო დამცველის მიერ მოწვეული სპეციალური კომისია.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური სიგელებითა და პრიზებით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გაზეთის ბეჭდურ ვერსიასთან ერთად უნდა მოგვაწოდონ გამოქვეყნებული სტატიის ელექტრონული ვარიანტიც მისამართზე: თბილისი, ნინო რამიშვილის 6, სახალხო დამცველის ოფისი, ტოლერანტობის ცენტრი. მოწოდებულ მასალას აუცილებლად თან უნდა ახლდეს ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

სტატიების შემოტანის ბოლო ვადაა 2010 წლის 15 ოქტომბერი.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.