1 სექტემბერი, 2010 - 14:30

Freedom House-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უხელმძღვანელებს

Freedom House-ს აღმასრულებელი დირექტორი დევიდ კრაიმერი სახელმწიფო დეპარტამენტში სიტყვით გამოსვლის დროს
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის  თანაშემწე დევიდ კრეიმერი უხელმძღვანელებს

ორგანიზაციამ განცხადება დევიდ კრეიმერის აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნის შესახებ 31 აგვისტოს გამოაქვეყნა. Freedom House-ს ახალი ხელმძღვანელი თავის სამუშაოს  4 ოქტომბრიდან შეუდგება.

დევიდ კრეიმერი    სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის თანაშემწე  იყო.

აშშ-ს საგარეო უწყებაში კრეიმერი ადამიანის უფლებათა დაცვის და დემოკრატიის განვითარების საკითხებს  კურირებდა. ის ასევე, სამი  წლის განმავლობაში, სახელმწიფო მდივნის მოადგილის რანგში,  კურირირებდა რუსეთთან, მოლდოვასთან, ბელორუსთან და უკრაინასთან ურთიერთობის საკითხებს. სახელმწიფო დეპარტამენტში მისვლამდე, კრეიმერი იყო კარნეგის ფონდის რუსეთის და ევრაზიის პროგრამების დირექტორის მოადგილე. სახელმწიფო დეპარტამენტიდან წასვლის შემდეგ კრეიმერი მუშაობდა მარშალის ფონდში.

დევიდ კრეიმერმა მიმდინარე წლის 15 მაისს, გაზეთ ვაშინგტონ პოსტში გამოაქვეყნებულ წერილში,   გააკრიტიკა  აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას ცნობილი განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს საკითხი აღარ წარმოადგენს ბარიერს აშშ-რუსეთის  ურთიერთობაში.

ამერიკული უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House 1941 წელს დაარსდა. ორგანიზაცია აკვირდება დემოკრატიის მდგომარეობას როგორც მთელ მსოფლიოში ისე ცალკეულ რეგიონებსა და ქვეყნებში. ორგანიზაცია  აქვეყნებს მონიტორინგის ყოველწლიურ შედეგებს და სპეციალურ    ანგარიშებს.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.