1 სექტემბერი, 2010 - 13:19
ტელეკოპანია "თრიალეთი" შიდა ქართლში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემას სპეციალურ გადაცემას მიუძღვნის
3 სექტემბერს, ტელეკოპანია "თრიალეთი" ( გორი) გეგმავს გამართოს ტოქშოუ: "შიდა ქართლის ხელისუფლება და ინფორმაციის საჯაროობა".
ტელეკომპანიის მესვეურთა თქმით, გორის გამგეობიდან და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან საჯარო ინფორმაციის მიღება გართულებულია.
"თრიალეთის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ, თემის აქტუალობამ მათ ხსენებული ტოქშოუს მომზადება გადააწყვეტინა. ისინი ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოების წარმომადგენლებს, გადაცემაში მონაწილეობას სთავაზობენ.
ტოქშოუში მონაწილეობის მსურველები ტელეკომპანიას უნდა დაუკავშირდნენ 2 სექტემბრამდე.
ახალი კომენტარის გამოქვეყნება