1 სექტემბერი, 2010 - 10:15
გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე: "ასოციაციები ქართულ მედიაში: პერსპექტივები და საჭიროებები"
2 სექტემბერს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში", გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე "ასოციაციები ქართულ მედიაში: პერსპექტივები და საჭიროებები". პროექტი ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული და მას ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ახორციელებს.
პირველ მოხსენებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი თამარ კორძაია გააკეთებს თემაზე "ჟურნალისტური დაცვის გარანტიები ქართულ კანონმდებლობაში" , მასმედიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის გამგეობის თავმჯდომარე ბექა ონიანი საქართველოში ჟურნალისტთა შრომით პრობლემებზე ისაუბრებს. მედიიის განვითარებაში ასოციაციების როლზე კი მოხსენებას წაიკითხავს საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი.
მოხსენებების დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია.
ახალი კომენტარის გამოქვეყნება