საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი აცხადებს კურსს ფოტოდოკუმენტალისტიკასა და ფოტოჟურნალისტიკაში

21 აგვისტო, 2010 - 18:27
დედლაინი: 
18 სექტემბერი, 2010 - 22:27

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლა აცხადებს მიღებას სერტიფიცირებულ - პრაქტიკულ კურსზე ფოტოდოკუმენტალისტიკასა და ფოტოჟურნალისტიკაში.  სწავლა დაიწყებ20 სექტემბრიდან.

კურსი დაეხმარება, როგორც დამწყებ,  ასევე პრაქტიკოს ფოტოგრაფებს პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.

კურსს გაუძღვება ლელი ბლაგონრავოვა, პრაქტიკოსი  ფოტოგრაფი ჩვიდმეტწლიანი გამოცდილებით და ფოტოსააგენტო photojournalism.ge -ს დამფუძნებელი. ბლაგონრავოვა წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურში, როგორც ფოტოგრაფი, გაშუქებული აქვს მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა, მათ შორის ცხელ წერტილები.  თანამშრომლობდა უცხოურ ფოტოსააგენტოებთან - EPA, ITAR-TASS, NEWSWEEK Poland, Russia. დღეს ლელი ბლაგონრავოვა აქტიურად მოღვაწეობს  როგორც ფოტოჟურნალისტიკაში ასევე პუბლიცისტიკაში, მუშაობს წიგნზე, კითხულობს ლექციებს GIPA -ს სამაგისტრო და სერტიფიცირებულ პროგრამებზე, ასრულებს საიმიჯო პროექტებს და სხვა კორპორატიულ დაკვეთებს.

კურსის მსვლელობაში ჩაერთვებიან გამოცდილი ფოტოგრაფები გიორგი ცაგარელი,   - http://tsagareli.ge/, ზურა ქურციკიძე  - European Press Agency, (http://www.epa.eu/), დავით მძინარიშვილი, Reuters,  -  http://pictures.reuters.com/

შახვარდ აივაზოვი, Associated Press.  - http://www.apimages.com/

საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 2010 წლის 18 სექტემბერი. სწავლა დაიწყება 20 სექტემბერს და  გაგრძელდება 17 დეკემბრამდე. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ. ლექციის ხანგრძლივობაა 3 საათი. სწავლება - ქართულ ენაზე.

კურსი დასრულდება სტუდენტების ნამუშევრების გამოფენით.

სრული პროგრამის ღირებულებაა 1200 ლარი. მსურველებს შეუძლიათ გაიარონ სრული კურსი ან სასურველი მოდული (იხილეთ ქვევით).  მოდულებზე რეგისტრაცია შესაძლებელია მოდულის დაწყებამდე 5 დღით ადრე.

კურსი შედგება 6 მოდულისგან:

  • ფოტოგრაფირების საფუძვლები -  მიმოხილვა (24 საათი) -20 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე;  ღირებულება - 250 ლარი.
  • ფოტოჟურნალისტიკის ელემენტები ( 24 საათი) - 8 -დან 22 ოქტომბერამდე; ღირებულება - 280 ლარი.
  • ციფრული ლაბორატორია (24 საათი) - 25 ოქტომბრიდან  10 ნოემბრამდე; ღირებულება - 260 ლარი.
  • ფოტო რედაქტირება (12 საათი) - 12 -დან 19 ნოემბრამდე; ღირებულება - 180 ლარი.
  • მულტიმედია ფოტოგრაფებისთვის (9 საათი) - 22 -დან 26 ნოემბრამდე; ღირებულება - 140 ლარი.
  • დოკუმენტური ფოტოგრაფია (18 საათი) - 29 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე; ღირებულება - 280 ლარი.
  • ფოტო-საგამოფენო ექსპოზიციის ორგანიზება (9 საათი) - 13 -დან 17 დეკებრამდე;  მოდულის ღირებულებაა - 140 ლარი.

(სრული კურსის გავლის შემთხვევაში სტუდენტი იხდის შეღავათიან ფასს.)

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული განაცხადის ფორმა და სამოტივაციო წერილი. მონაწილეების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი საბუთების მიხედვით.

განაცხადის ფორმების გაცემა და საბუთების მიღება წარმოებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. მიმართეთ ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის ფოტოჟურნალისტიკის კურსის კოორდინატორს, ნათია მეტრეველს,  899 911 577; 822 93-14-66,  822 93-43-46;   nmetreveli@gipa.ge ან პროექტის ხელმძღვანელს ლელი ბლაგონრავოვას  895 58 24 42; 895 58 24 42 ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ; leli@photojournalism.ge ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს განაცხადის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ.

მოდულების დეტალური აღწერა:

  • ფოტოგრაფირების საფუძვლები (24 საათი)

მოდული განიხილავს  ფოტოგრაფირების საფუძვლებს დამწყები ფოტოგრაფებისთვის: ფოტოაპარატის აგებულება, (მექანიკური, ციფრული აპარატები), ექსპოზიცია, კადრის კომპოზიცია.

  • ფოტოჟურნალისტიკის ელემენტები (24 საათი)

მოდული განკუთვნილია მსმენელთათვის, რომლებიც დაინტერესებულენი არიან საინფორმაციო სააგენტოს მუშაობის სპეციფიკით. ლექციის მსვლელობისას სტუდენტები  შეისწავლიან  ფოტოგრაფიის საშუალებით ამბის,  ისტორიის გადმოცემის ტექნიკას. ასევე   გრძელვადიანი ფოტოპროექტების დაგეგმვასა და მართვას. მოდული  განკუთვნილია როგორც დამწყები ასევე გამოცდილი ფოტოგრაფებისთვის.

  • ციფრული ლაბორატორია (24 საათი)

მოდული განკუთვნილია ციფრული ლაბორატორიის ცოდნის მსურველთათვის და განიხილავს ფოტოების დამუშავების და ბეჭდვის ტექნიკებს.

  • ფოტორედაქტირება (12 საათი)

მოდული გათვლილია არა მხოლოდ ფოტოგრაფებისთვის, არამედ ბეჭდურ და ელექრტონულ მედიაში მომუშავე პირებისთვის. ლექციის მსვლელობისას, სტუდენტს ექნება საშუალება შეისწავლოს ვიზუალური მასალის კონცეპტუალური შერჩევა, შემგომში მათი მოძიების და გამოყენების ტექნიკა.

  • მულტიმედია ფოტოგრაფებისთვის ( 9 საათი)

მოდულის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ფოტო ბლოგებისა და პროფესიონალური ონლაინ კომუნიკაციების მართვის ტექნიკას, სლაიდ შოუების მომზადებას და მათ განთავსებას.

  • დოკუმენტური ფოტოგრაფია (24 საათი)

მოდული განკუთვნილია მათთვის, ვინც  დაინტერესებულია დოკუმენტური ფოტოგრაფით. ლექციის მსვლელობისას მონაწილეები შეხვდებიან  ფოტო დოკუმენტალისტიკაში მოღვაწე თანამედროვე ფოტოგრაფებს, რომლებიც სტუდენტებს თავიანთ გამოცდილებასა და ცოდნას გაუზიარებენ. სტუდენტებს ასევე საშუალება ექნებათ მათთან ერთად დაგეგმონ სამომავლო პროექტები.

  • ფოტოსაგამოფენო ექსპოზიციის ორგანიზება (9 საათი)

მოდული განკუთვნილია ყველა მსურველისთვის, ვისაც სურვილი აქვს პრაქტიკულად და თეორიულად შეისწავლოს  ფოტოსაგამოფენო ექსპოზიციის აწყობის სპეციფიკა, გაეცნოს თბილისში არსებულ გალერეებს და მათ მახასიათებლებს, ასევე ფოტოპროექტის შინაარსიდან გამომდინარე საგამოფენო სივრცის შერჩევის ტექნიკას.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.