შესწორება - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურს ტელეჟურნალისტი ნათია ბანძელაძე უხელმძღვანელებს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსად ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე დაინიშნა.
ამის შესახებ Media.Ge-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს. მანამდე Media.Ge-მ გაავრცელა ცნობა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერად ნათია ბანძელაძის დანიშვნის შესახებ, რომელმაც ამ თანამდებობაზე მანანა მანჯგალაძე შეცვალა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან Media.Ge-ს შეატყობინეს, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ნათია ბანძელაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ალანა გაგლოევა შეცვალა.
ნათია ბანძელაძე ბოლო დრომდე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის კორესპონდენტი იყო. ის წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა გაზეთსა და რადიოსადგურში, იყო რადიო "ფორტუნას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი.
ახალი კომენტარის გამოქვეყნება