31 ივლისი, 2010 - 21:01

"მრავალეროვანი საქართველო" მართავს არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრას "სიძულვილის ენის" ფაქტებთან დაკავშირებით

2 აგვისტოს, 15.00 სთ., საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" ოფისში გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა საქართველოში ბოლო დროს გახშირებული "სიძულვილის ენის" გამოვლინების ფაქტების თაობაზე.

ორგანიზაციის განცხადებაში წერია, რომ ფინანსთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "სიძულვილის ენის" გაამოიყენა, როცა განაცხადა: "და მაშინ ჩვენ ზანგები ვართ? ჩვენ რატომ ვიქცევით ველურებივით?, ამიხსენით!". http://www.media.ge/ka/node/38295

ორშაბათს დაგეგმილი შეხვედრის დროს გაიმართება დისკუსია არასამთავრობო ორგანიზაციებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომლის საქმიანობა მიმართული იქნება "სიძულვილის ენის" გამოვლინებებთან ბრძოლისაკენ. შეხვედრაზე ასევე განიხილება "მრავალეროვანი საქართველოს" ინიციატივა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1421 მუხლში შესწორებების შეტანის თაობაზე, რაც გაამკაცრებს პასუხისმგებლობას სახელმწიფო მოხელეების მიერ "სიძულვილის ენის" გამოყენებისათვის.

"მრავალეროვანი საქართველოს" ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები:

- გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი - კავკასიის ქალთა ქსელი - კონფლიქტების და მოლაპარაკების საერთაშორისო ცენტრი - ადამიანის უფლებათა ცენტრი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - კავშირი "21-ე საუკუნე" - ემილ ადელხანოვი - ადამიანის უფლებათა დამცველი - ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი - "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" და სხვ.

ჟურნალისტები მოწვეულნი არიან შეხვედრაზე 15.30 წთ.

"მრავალეროვანმა საქართველო" შეახსენებს, რომ მან ადრე უკვე გამოხატა პროტესტი პრეზიდენტის გამონათქვამთან დაკავშირებით. განცხადების ტექსტი ხელმისაწვდომია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე www.pmmg.org.ge.

მისამართი: დ.უზნაძის ქ.117, 2 სად, 1 სართ.

დამატებითი ინფორმაციისათვის  დაუკავშირდით ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს აგიტ მირზოევს: 899 55 18 97

vin artian mag mravalerovani

vin artian mag mravalerovani organizaciis wevrebi?? kagebes yofili da moqmedi nasetkebi???

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.