თბილისისა და რეგიონული ჟურნალ-გაზეთების მენეჯერ-გამომცემლებს იწვევენ ჰამბურგში, WAN-IFRA-ს რედაქტორთა მსოფლიო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად
პროგრამა: ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საქართველოს მედიის ხელშემწყობი პროგრამა (MSPG)
პროექტი: გაზეთებისა და ახალი ამბების გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (WAN-IFRA) რედაქტორთა მსოფლიო ფორუმი (WEF).
ადგილმდებარეობა: ჰამბურგი, გერმანია
საბოლოო ვადა: 2010 წლის 13 აგვისტო
ორგანიზაცია: გაზეთებისა და ახალი ამბების გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია (WAN-IFRA) და აირექს ევროპა (IREX Europe)
პროგრამა: ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საქართველოს მედიის ხელშემწყობი პროგრამა (MSPG)
პროექტი: გაზეთებისა და ახალი ამბების გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (WAN-IFRA) რედაქტორთა მსოფლიო ფორუმი (WEF).
ადგილმდებარეობა: ჰამბურგი, გერმანია
საბოლოო ვადა: 2010 წლის 13 აგვისტo
განაცხადების მიღება
WAN-IFRA, IREX ევროპასთან ერთად, რომელთაც აქვთ დიდი გამოცდილება გლობალურ დონეზე გამომცემელთათვის ბიზნეს გადაწყვეტილებების შეთავაზების თვალსაზრისით, გიწვევთ მონაწილობა მიიღოთ გაზეთებისა და ახალი ამბების გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (WAN-IFRA) რედაქტორთა მსოფლიო ფორუმში (WEF), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საქართველოს მედიის ხელშემწყობი პროგრამის (MSPG) ერთ-ერთი კომპონენტის - "ბიზნესის განვითარება და უკეთესი მენეჯმენტი" - ფარგლებში.
პროგრამა და რედაქტორთა მსოფლიო ფორუმი (WEF)
საქართველოს მედიის ხელშემწყობი პროგრამა მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიის როლის გაძლიერებას საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესებში, მედიის თავისუფლების დაცვის, მედია მენეჯმენტსა და ჟურნალისტიკაში პროფესიონალიზმის ამაღლებისა და ახალი მედია ტექნოლოგიების დანერგვის გზით.
რედაქტორთა მსოფლიო ფორუმი ახორციელებს რიგ აქტივობებს, რათა რედაქტორებს ან ახალი ამბების განყოფილებების ხელმძღვანელებს მსოფლიოს მასშტაბით მთელი წლის განმავლობაში გაუწიოს უმაღლესი ხარისხის მომსახურება, მათთვის ანგარიშების მიწოდებითა და ღონისძიებებისა და სასწავლო ტურების ორგანიზებით.
2010 წლის განმავლობაში დაგეგმილია ისეთი ციფრული აქტივობები, როგორიცაა ვებინარი (ონლაინ რეჟიმში გამართული მედია სემინარი) და რედაქტორებისთვის ონლაინ რეჟიმში გამართული კონსულტაციები. ეს აქტივობები პროფესიონალებს საშუალებას აძლევს, არ ჩამორჩნენ დროს და თანამედროვე პრაქტიკას დროულად გაეცნონ.
2010 წლის მსოფლიო ფორუმთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ვებგვერდს: http://www.wefhamburg2010.com/articles.php?id=258#
სად და როდის?
2010 წლის 6-8 ოქტომბერი, ჰამბურგი, გერმანია.
ვინ ისარგებლებს?
თბილისისა და რეგიონული გაზეთების/ჟურნალების 6 წამყვანი მენეჯერი/გამომცემელი/
რედაქტორი შერჩეული იქნებიან თქვენს მიერ გამოგზავნილი ანკეტების საფუძველზე.
ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულო არ არის.
რა თემებზე გაამახვილებს ყურადღებას 2010 წლის რედაქტორთა მსოფლიო ფორუმი?
- ახალი ამბების საკითხავი მოწყობილებები: ჯერჯერობით უცნობია, ელექტრონული საკითხავი მოწყობილობები და "გონიერი ტელეფონები" მასობრივად გავრცელდება თუ ვიწრო მოხმარების საგნებად ჩამოყალიბდება, თუმცა ერთი რამ უკვე ნათელია - ისინი ახალი ამბების გაყიდვის საშუალებას იძლევა, ცალკეულ სტატიაზე გაანგარიშებით ან გავრცელების ახალი მეთოდების მეშვეობით. რა გავლენას მოახდენს ახალი მოწყობილობები ახალი ამბების გაშუქების პროცესზე?
- დააკავშირე და გაუზიარე: ახალი ამბების განყოფილებებმა უნდა მოიცვან ინფორმაციის ახალი ნაკადი და მოერგონ ფრაგმენტირებულ აუდიტორიებს. უფრო ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად მათ საკუთარი მკითხველები სადმე სხვაგან უნდა გადაამისამართონ.
- თანამშრომლობა: ახალი ამბების ორგანიზაციები მზად უნდა იყვნენ, იმოქმედონ როგორც პარტნიორებმა, და არა როგორც მხოლოდ კონკურენტებმა. ეს უზარმაზარი ცვლილებაა რედაქტორების აზროვნების თვალსაზრისით და ამას დრო დასჭირდება... თუმცა იმედს გამოვთქვამთ, რომ ძალიან დიდი დრო არა, თუკი გაზეთებს სურთ რომ გადარჩნენ.
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა (ლოჯისტიკა):
ვიზიტთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს დაფარავს საქრთველოს მედიის ხელშემწყობი პროგრამა. პროგრამის თანამშრომლები დაეხმარებიან გამარჯვებულებს ვიზების აღებასა და სხვა საორგანიზაციო საკითხებში, როგორიცაა ავიაბილეთების დაჯავშნა, რეგისტრაცია და სასტუმროთი უზრუნველყოფა.
როგორ მივიღოთ მონაწილეობა?
მათ, ვისაც ფორუმზე დასწრების სურვილი აქვთ, საკუთარი მედია საშუალებების შესახებ უნდა მოგვაწოდონ შემდეგი ინფორმაცია ინგლისურ ენაზე:
- რა სახის მედია საშუალებაა
- ზომა (ტირაჟი, გვერდების რაოდენობა, პერიოდულობა)
- მედია საშუალების მოკლე ბიოგრაფია
და ესე (მაქსიმუმ 1000 სიტყვა) ინგლისურ ენაზე, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- მოტივაცია
- რა ღირებულებებს ეფუძნება განმცხადებელი მედია საშუალება?
- რამდენად ერგება მონაწილის მოტივაცია 2010 წლის მსოფლიო ფორუმის კონტექტს?
- რა სარგებელს მიიღებს მენეჯერი/გამომცემელი/რედაქტორი რედაქტორთა მსოფლიო ფორუმში მონაწილეობის შედეგად?
ანკეტების შედეგად მიღებულ ინფორმაციას პროგრამა გამოიყენებს იმის განსაზღვრისთვის, თუ ვინ უნდა დაესწროს ფორუმს და რა შედეგი იქნება ამ ღონისძიებაში მათ მონაწილეობას. ჩვენ გულითადად გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ და გამოაგზავნოთ თქვენი წინადადებები რედაქტორთა მსოფლიო ფორუმზე დასასწრებად გამოცხადებულ კონკურში არა უგვიანეს 2010 წლის 13 აგვისტოსი.
გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი ანკეტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mspg@mspg.ge გთხოვთ, თქვენი ელექტრონული გზავნილი თემის გრაფაში მიუთითოთ: 'WAN-IFRA World Editors Forum'.
ახალი კომენტარის გამოქვეყნება