30 ივლისი, 2010 - 16:26

ჟურნალისტების ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანამშრომლებმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანამშრომლებმა ალვერდ ჩანქსელიანმა და ხათუნა ახალაიამ, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებს გელა მთივლიშვილს და მადონა ბატიაშვილს, როგორც თავად ხსენებული ჟურნალისტები ამბობენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

გელა მთივლიშვილის განმარტებით, მას ხათუნა ახალაიამ ხელი დაარტყა,  ჩანქსელიანი კი ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.

ინცინდენტი 29 ივლისს, 17:00 საათზე, სამინისტროს შენობაში, ორჰუსის ცენტრში მოხდა. ჟურნალისტები კახეთის რეგიონში ვადაგასული პესტიციდების რისკ ფაქტორების შემცირების მიზნით განხორციელებულ  პროექტთან   დაკავშირებით დოკუმენტაციის გაცნობას ითხოვდნენ. მანამდე ჟურნალისტებმა  სამინისტროს საჯარო ინფორმაციის მისაღებად წერილობით სამჯერ მიმართეს. ჟურნალისტების ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაზე  სამინისტრომ უარი თქვა იმ მიზეზით, რომ პროექტთან დაკავშირებული ინფორმაცია მათ არ  გააჩნდათ.

ორჰუსის ცენტრში მომხდარი ინციდენტის დამადასტურებელი  აუდიოჩანაწერის ბეჭდური ვერსია ჟურნალისტებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდზე გამოაქვეყნეს.

"ავადმყოფი ხარ შენ, მკურნალობა გჭირდება"; "იდიოტო, მარტო კი არ დაგარტყავ, უარესს გიზამ"; "ამ ხნის კაცი ვარ, მაგრამ სადაც შეგხვდები, შუაზე გაგხეთქავ", - პასუხის გაცემის ნაცვლად იმუქრებოდნენ   სამინისტროს თანამშრომლები.

"ორშაბათს ვაპირებთ პროკურატურას მივმართოთ და საქმის აღძვრა მოვითხოვოთ ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში   ხელის შეშლის ფაქტზე", - უთხრა media.ge-ს მთივლიშვილმა.

media.ge  შეეცადა   ჟურნალისტების შეურაცხყოფაში დადანაშაულებულ ხათუნა ახალაიასთან  დაკავშირებას, მაგრამ  ვერ შეძლო.  თუმცა,

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტი  კატეგორიულად უარყო.

"გელა მთივლიშვილი მე თვითონ დამიკავშირდა და ყველა პირობა შევუქმენი, რომ მას ინფორმაცია მიეღო",  განაცხადა media.ge- სთან საუბარში სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ეკა ბენდელიანმა.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.