30 ივლისი, 2010 - 14:18

დუნია მიატოვიჩმა ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს თავისი პირველი ანგარიში წარუდგინა

დუნია მიატოვიჩი, ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში
ხუთშაბათს, 29 ივლისს ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩმა ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს თავისი პირველი ანგარიში წარუდგინა.

ანგარიშის შესავალში დუნია მიატოვიჩი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ყირგიზეთში მიმდინარე მოვლენებზე.

"სტაბილურობის აღდგენა ეუთოს ამ წევრ ქვეყანაში პრიორიტეტს წარმოადგენს და იმედი მაქვს,  ეს მალე მოხდება. ჩემი მანდატი მომიწოდებს განვიხილო ყირგიზეთი გრძელვადიანი პერსპეტივით. მჯერა, რომ წარსულ თვეებში მიმდინარე ტრაგიკულმა და მტკივნეულმა მოვლენებმა უნიკალური საშუალება წარმოშვა, სხვა საკითხებთან ერთად, მედიის თავისუფლების მხრივ სიტუაციის გასაუმჯობესებლად. ახალი მთავრობა მზადყოფნას აცხადებს,  ჩაერთოს ჟურნალისტებისა და მედიის პირობების გაუმჯობესების საქმეში", წერია მიატოვიჩის ანგარიშში.

"მოუთმენლად ველი დიალოგის გაგრძლებას ყირგიზეთის ხელისუფლებასთან მედიის თავისუფლების მხრივ სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით. მედიის თავისუფლება უმთავრეს კომპონენტს წარმოადგენს  სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად და ჩემი ოფისი გააგრძელებს ყირგზეთთან თანამშრომლობას,  ყველა მნიშვნელოვან საკითხში დახმარების აღმოსაჩენად", ამბობს   მიატოვიჩი.

ასევე,  ეუთოს წარმომადგენელი წუხილს გამოთქვამს  ბერძენი ჟურნალისტის სოკრატის გიოლიასის მკვლელობის გამო.

ავტორი ანგარიშის შესავალშივე მიესალმება სომხეთში დეფამაციის დეკრიმინალიზაციის ფაქტს.

დინია მიატოვიჩი   გამოყოფს  იმ ქვეყნებს, რომელთა მთავრობებისგანაც მიიღო მიწვევა  მათი ქვყნების სტუმორბის შესახებ. მოწვევების საპასუხოდ უახლოეს მომავალში ის მოინახულებს ალბანეთს, ბელარუსს, ტაჯიკეთს, თურქმენეთს და უკრაინას.

საქართველოსთან მიმართებაში დუნია მიატოვიჩი აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის 15 მარტს მან სახალხოდ მოუწოდა საქართველოს მაუწყებლებს,  დაემორჩილონ ჟურნალისტიკის ეთიკურ სტანდარტებს და თავი აარიდონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებას, რამაც, შესაძლოა,  გავლენა იქონიოს მედიის თავისუფლებასა და უსაფრთხოებაზე.

დუნია მიტოვიჩის  ანგარიშში წერია:. "ჩემი, როგორც ეუთოს წარმომადგენლის პირველი ინტერვენცია საქართველოში, დააჩქარა ტელე კომპანია "იმედის" მოდელირებულმა რეპორტაჟმა, რომელიც იუწყებოდა მიხეილ სააკაშვილის (საქართველოს პრეზიდენტი-რედ.) მკვლელობისა და რუსეთის ჯარების თბილისისკენ დაძვრის შესახებ. ამ რეპორტაჟმა, რომელიც არ შეიცავდა სათანადო გაფრთხილებას სიმულაციის შესახებ, საქართველოს საზოგადოებში პანიკა გამოიწვია. ერთის მხრივ,  დავგმე რა ტელეკომპანია "იმედის" უპასუხისმგებლო მიდგომა, მეორეს მხრივ შევაქე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უსწრაფესი რეაქცია სადავო ტელერეპრტაჟთან დაკავშირებით. ასევე დახმარება შევთავაზე საქართველოს თვითრეგულირების მექანიზმების გაფართოებისა და გაძლიერების საქმეში," წერს დუნია მიტოვიჩი თავის ანგარიშში.

"როგორც ეუთოს წარმომადგენელი აღნიშნავს,  მიმდინარე წლის 16 აპრილს,  თბილისში სტუმრობისას,  მან შეხვედრები გამართა პარლამენტის სპიკერთან დავით ბააქრაძესთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან დიმიტრი შაშკინთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგლისთან  დავით ჯალაღანიასთან, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან აკაკი მინაშვილთან, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარესთან ირაკლი ჩიქოვანთან და საქართველოს მედიის წარმომამდგენლებთან.

"ჩემი შეხვედრების პერიოდში მივესალმე საქართველოს მიერ გადადგმულ დადებით ნაბიჯებს განსაკუთრებით დეფამაციის დეკრიმანლიზაციის  და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსირების ფაქტებს, მაგრამ ასევე გამოვთქვი იმედი, რომ რეფორმების პროცესი კვალავ გაგრძელდება. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს მოვუწოდე განიხილოს ეროვნულ დონეზე მაუწყებლობის ახალი ლიცენზიების გაცემის საკითხი, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვალმდე. მახარებს ინფორმაცია,  რომ საქართველო ამჟამად ქმნის ახალ კანონმდებლობას მედია მფლობელობის გამჭვირვალობის შესახებ.

"ყურადღებას ვამახვილებ იმ ფაქტზეც,   რომ 2 ივლისს საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა ეროვნული და რეგიონული ტელეკომპანიებისთვის დაგროვილი ვალების ჩამოწერის საკითხს. იმედი მაქვს, მიღებული ზომა ყველა მაუწყებლისთვის სასარგებლოდ იქნება განხორციელებული, განურჩევლად მათი პოლიტიკური მიმართულებისა, რაც ხელს შეუწყობს მედია პლურალიზმის გაძლიერებას. სასიამოვნო იყო იმის გაგებაც,  რომ ჩემი შეთავაზების შემდეგ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უკვე გააკეთა განცხადება გახდეს მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) წევრი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ http://www.epra.org,"

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს შეატყობინა, რომ 2010 წლის  11-12 ნოემბერს,  მისი  ოფისი თბილისში გამართავს მე-7 სამხრეთ კავკასიურ მედია კონფერენციას.

მიმიდინარე წლის კონფერენცია განიხილავს საერთაშორისო სტანდარტებს და ეროვნული განვითარების საკითხებს ინფორმაციის ხელმისაწვდომიბისა და ინტერენეტის თემაზე. კერძოდ, კონფერენცია მოიცავს ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს, ინტერნეტს, ინფორმაციის თავისუფლად გავრცელებისა და ზოგადად რეგიონში მედიის სფეროში მიმდინარე ცვლილებებს.

ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ http://www.osce.org/documents/pr/2010/07/45552_en.pdf.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.