29 ივლისი, 2010 - 19:00

ჟურნალისტი გამგეობის თანამშრომელს ზეწოლაში ადანაშაულებს

დედოფლისწყაროს რაიონში მომუშავე ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელს ოთარ კოვზირიძეს ზეწოლაში ადანაშაულებს. "ეს სტატია მოხსენით... ნუ მეხებით საერთოდ, თორე მერე ნახეთ ჩემი შეხება თქვენს მიმართ...", - ამ შინაარსის წერილი, ოთარ კოვზირიძისგან, ელექტრონული ფოსტით ჟურნალისტმა რამდენიმე დღის წინ მიიღო.

"ზედიზედ რამდენიმე სტატია გამოვაქვეყნე, სადაც ვწერდი, რომ მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთიდან ახალგაზრდები ნაცნობ - მეგობრობის ნიშნით საკრებულოში და სხვადასხვა სამსახურებში ერთდროულად დასაქმდნენ, რის გამოც გაღიზიანებულები არიან და მემუქრებიან", - ამბობს მარტყოფლიშვილი.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ოთარ კოვზირიძემ განუცხადა, მისი სიტყვები მუქარას არ შეიცავს, თუმცა ვერ განმარტავს, რა უფლებით მოსთხოვა საჯარო მოსამსახურემ ჟურნალისტს ბლოგზე განთავსებული მასალის წაშლა.

"დაწერა, რომ ნაცმოძრაობის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ოფისში ვისაც კი ოდესმე წინ და უკან უხეტიალია, ბოლო დროს ყველამ თანამდებობა მიიღოო. მოხეტიალედ მეც ვიყავი მოხსენიებული. ჩემთან არავინ მოსულა და არაფერი უკითხავს. ამიტომაც მივწერე ეს წერილი მეილზე და ვუთხარი, რომ თავი შეიკავონ ასეთი კომენტარებისგან და საერთოდ არ შემეხონ", - აღნიშნავს კოვზირიძე.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.