23 ივლისი, 2010 - 06:28

როგორი უნდა იყოს პრეზიდენტის სამეტყველო ენა

mikheil_saakashvili
ყვარლის ტბის პირას, მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ, რამდენიმე არაეთიკურ გამონათქვამს, საზოგადოებაში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. სააკაშვილმა თავიდან სიტყვა" გაქსუებული: იხმარა, შემდეგ "გათავხედებული" და "ნაცრის ქექვა". გაღიზიანებული პრეზიდენტის ბოლო აკორდი, იყო გამონათქვამი, რომ სამინისტროებში "მახათის ერთ ადგილზე გაყრით" არიან დაკავებულები. სააკაშვილმა გამოსვლა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის გობეჯიშვილის უმწვავესი კრიტიკით დაიწო და ბოლოს, მთელი მთავრობა ზედ მიაყოლა. პრეზიდენტმა კერძოდ თქვა

"ეს გრიგოლ გობეჯიშვილი, ალბათ, კარგ ბიჭარ ითვლება თავის სამეგობროში. კარგი მსმელია, კარგი მჭმელია. ალბათ, ქელეხებში დადის, ქორწილებში დადის, ბავშვებს ნათლავს, კარგი ბიჭია, ძმაკაცებს, ალბათ ხელს უმართავს, მაგრამ საქართველო მას არ უყვარს და არ უყვარს ნამდვილად. გაქსუებული, გათავხედებული, თავგასული მოხელეა მართლა. აი ვინ არის მთავარი პრობლემა საქართველოსი. არა უცხოური აგრესია, გრიგოლ გობეჯიშვილისთანა გაქსუებული მოხელეებია დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა. და მოიკითხეთ კარგად და სარკეში ჩაიხედეთ კარგად რამდენ სამინისტროში ხდება თქვენთან ზუსტად იგივე, იმიტო რომ სხედხართ ხალხი და განსაკუთრებით თქვენს ქვემოთ ხალხი, რომლებისთვისაც ყველაზე კარგი პოზა ცხოვრებაში არის არაფრის კეთება, ნაცრის ქექვა და მახათის გაყრა ერთ ადგილზე, ბოდიში."

იურისტი ლია მუხაშავრია პრეზიდენტის გამონათქვამებს უხამსობად მიიჩნევს, რაც ქართული კანონმდებლობით დასჯადია. საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ უხამსობას მიაკუთნებს ყველა იმ განცხადებას, რომელსაც არა აქვს პოლიტიკური, კულტურული ან სამეცნიერო ღირებულება და რომელიც უხეშად ლახავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს. ლია მუხაშავრია ამერიკის ხმასთან ამბობს

"გამოხატვის თავისუფლება ისეთ საჯარო პირებს, როგორიც ბრძანდება ჩვენი პრეზიდენტი შეზღუდული აქვთ. და ის სიტყვები და ტერმინები, რომელიც მან იხმარა მთავრობის სდომაზე, არის ჩემი თვალსაზრისით უხამსობა. უხამსობაა ჩვეულებრივი ყოფითი ურთიერთობის თვალსაზრისით და განსაკუთრებით, უხამსობად მეჩვენება მე ის, რომ მან ეს სიტყვები გამოიყენა საჯარო მოხელეების მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მისამართით, საზოგადოება არის შეუარახყოფილი იმით, რომ საჯაროდ, ისმენს ქვეყნის პირველი პირისგან ასეთ უხამს ტერმინოლოგიას."

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე იმ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლას პირდაპირ ეთერში გადასცემდა ოთხი ტელევიზია, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებელი. უხამსობის ტირაჟირება მაუწყებლობის შესახებ კანონითაც დასჯადია . ზვიად ქორიძე კერძოდ ამბობს

"პრეზიდენტის გამოსვლის ცენზურა რა თქმა უნდა ვერ მოხდება და არც უნდა მოხდეს, მაგრამ მისი (პრეზიდენტის უხამსობის) ტირაჟირება პირდაპირ ეთერში ზრდის პასუხისმგებლობას ორივე მხრიდან. საზოგადოებრივ მაუწყებელს პირდაპირ ევალება, რომ ამის (უხამსობის) გამო მან შესწორება გააკეთოს და ბოდიში მოიხადოს. რაც შეეხებათ, სხვა მაუწყებელებს, მათაც, უკვე მაუწყებელთა ქცევის კოდექსი ავალდებულებს, რომ გარკვეული ზომები აამოქმედონ, როცა მათ პირდაპირ ეთერში ასეთი რამ ხდება."

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი გაქსუებულს განმარტავს, როგორც გაცუღლუტებულს, გაზულუქებულს. ამ შეფასების ადრესატი გრიგოლ გობეჯიშვილი წლების მანძილზე მუშაობდა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებში ძალიან მაღალ თანამდებობებზე. ეკონომიკის სამინისტრო მან, წინა მინისტრის ზურაბ პოლოლიკაშვილის გადაგდომის შემდეგ დატოვა. მმართველ პარტიაში, პრეზიდენტის გამონათვამებში არაეთიკურს ვერაფერს ხედავენ. პრეზიდენტის საპარლამენტი მდივანი გია ხუროშვილი ამბობს

"ცალსახად გავიზიარებდი საქართველოს პრეზიდენტის პათოსს, რომ საქართველოში მოქმედი ბიუროკრატია უნდა იყოს გაცილებით ეფექტური. მოქალაქეები, რომლებიც მიმართავენ ცალკეულ დაწესებულებებს, უნდა გრძნობდნენ პასუხისმგებლობას მათგან. კიდევ უფრო სწრაფად და ეფექტურად უნდა იყოს გადაწყვეტილი ცალკეული საკითხები. რა თქმა უნდა, ამ კუთხით ჩემი და პრეზიდენტის პოზიციები არ შეიძლება განსხვავებული იყოს."

პრეზიდენტი სააკაშვილი მწარე გამონათქვამებს არც წინათ ერიდებოდა. საბაჟოს უფროსის ზურაბ ანთელიძის მოხსნის დროს სააკაშვილმა მისი მისამართით იხმარა ფრაზა - შეხედეთ რას ჰგავს, ეს რისი გამკეთებელია. ექსპერტი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ ასეთი ენით პრეზიდენტი პუბლიკაზე ზემოქმედებას ცრდილობს.

"საუბრის ეს სტილი დამახასიათებელია სააკაშვილისთვის მაშინაც, როდესაც იგი, მოდიოდა ხელისუფლებაში და მერეც როცა მოვიდა უკვე ხელისუფლებაში. მისი რიტორიკა ბევრათ განსხვავდება იმ მეტყველებისაგან, რომლითაც გამოირჩეოდა კომინისტურიდან მოყოლებული, წინა ხელისუფლებები. აი, იმ ენისგან, რომლითაც საუბრობდნენ მაგალითად ედუარდ შევარდნაძე, ნინო ბურჯანაძე, ვაჟა ლორთქიფანიძე, როდესაც საუბრობ ძალიან ბევრს და საუბრის შემდეგ არ გრჩება არანაირი ინფორმაცია, როდესაც, პრაქტიკულად ენა არ ექვემდებარება კონტენტ ანალიზს. მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა ასეთი ქმედითი ენით და ის ძალიან ხშირად იყენებს ისეთ იდიომებს, რომელიც, როგორც წესი, ჩვეულებრივ ყოფაშიც კი უხერხულია. მაგრამ ის ამით ანგრევდა ძველ ენას. ნელ-ნელა ეს უკვე გადავიდა ხასიათში და დღეს, პრაქტიკულად, სააკაშვილი მხოლოდ ასეთ რიტორიკას იყენებს, როდესაც სურს, რომ იმოქმედოს პუბლიკაზე."

სამართლიანობითვის, უნდა ითქვას, რომ არც სხვა ქვეყნების პრეზიდენტების რიტორიკისთვისაა უცხო უხამსი გამონათქვამები. ვიქტორ იუშენკომ უკრაინის პრეზიდენტის რანგში, ბომჟად დაახასიათა იულია ტიმოშენკო; რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბასესკუმ ნაგავი უწოდა ჟურნალისტ გოგონას; ბრიტანეთის პრემიერ მინისტრად ყოფნის დროს გორდონ ბრაუნმა გასიებულად შეამკო ერთ-ერთი პენსიონერი ამომრჩეველი; ვენესუელას პრეზიდენტმა უგო ჩავესმა გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს პირადპირ ეთერში ფაშისტი ნაძირალა ეძახა. თუმცა, ამ პრეზიდენტებს, ჩვენი ლიდერისგან, ის გამოარჩევთ, რომ ყველა მათგანმა, მოგვიანებით, საჯაროდ, ბოდიში მოიხადა.

ნამდვილად არ არის სასიამოვნო

ნამდვილად არ არის სასიამოვნო პრეზიდენტისგან ამგვარი საუბრის მოსმენა პირდაპირ ეთერში, თავიდან მიშას მიერ ამგვარი სტილის ეპითეტების გამოყება მოსასმენად სახალისოც კი იყო (მაინც შევარდნაძის მერე ახალი ხილი იყო ასეთი ლაპარაკი), მაგრამ ეხლა უკვე მართლა გამაღიზიანებელია. მაგრამ... ერთი რამე გამკვირვებია: გასაგებია რომ პრეზიდენტმა საჯაროდ გამოსვლისას ასე არ უნდა ისაუბროს, მარა რა მაინტერესებს - სხვა პოლიტიკოსები რომ იგივე დონის და ხანდახან კიდევ უარესს ეპითეტებს და გამონათქვამებს რომ იყენებენ? ეგ რა, დასაშვებია? გავიხსენოთ მაგალითად გაჩეჩილაძის "დაგინება/შეგინების" პერიპეტიები ან შალვა ნათელაშვილის "დაღლილი ვირი" ან თუნდაც ლელიკო ჯაფარიძის "გარშოკებზე" წარმოთქმული ცნობილი სიტყვა და კიდევ უამრავი სხვა შეურაწმყოფელი ეპითეტები რომლებიც თითქმის ყოველდღე გაისმის სხვადასხვა პოლიტიკოსის პირიდან ("მკვლელები", "ყაჩაღები", "სისხლისმსმელები", "გიჟები", "ავადმყოფები", "ფარჩაკები" და ა.შ.) ქ-ნი ლია მუხაშავრია რომ ამბობს პრეზიდენტის ასეთი გამოსვლა "დასჯადიაო", სხვა პოლიტიკოსების მსგავს და უარეს გამონათქვამებზე რატომ არ ჰქონია მანამდე არანაირი რეაქცია? თუ მისი აზრით მხოლოდ თანამდებობის პირებს ეკრძალებათ უხამსი გამონათქვამები? ეგ რომელ კანონში წერია მასე ნეტა? და საინტერესოა ზემოდჩამოთვლილი პრეზიდენტ/პრემიერ-მინისტრებიდან რომელი "დაისაჯა" მათი გამონათქვამებისთვის??? :))) მგონი არცერთი...

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.