გრძელდება ევროკომისიის მიერ გამოცხადებული კონკურსი 2010 წლის ლორენცო ნატალის სახელობის ჯილდოს მისაღებად, განვითარების სფეროში მოღვაწე ჟურნალისტებისთვის

14 ივლისი, 2010 - 17:10
დედლაინი: 
31 აგვისტო, 2010 - 21:10

3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ევროკომისიამ  ოფიციალურად გამოაცხადა  კონკურსი 2010 წლის ლორენცო ნატალის სახელობის პრიზის მისაღებად. ეს პრიზი, რომელსაც ევროკომისია "ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე"-სა და "გაზეთების მსოფლიო ასოციაციასთან" ერთად აწესებს გადაეცემა განვითარების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე საუკეთესო ჟურნალისტებს.

ანდრის პიებალგსმა, ევროკომისარმა განვითარების საკითხებში აღნიშნა: "ლორენცო ნატალის სახელობის პრიზის მეშვეობით ევროკომისია აჯილდოვებს ჟურნალისტებს რომლებმაც წვლილი შეიტანეს  განვითარების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ბევრ მათგანს რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, მაგრამ მათ ადგილზე არსებული რეალობის გაშუქება აუცილებელია იმისათვვის, რომ საზოგადოებამ უკეთ გაცნობიეროს განვითარების პოლიტიკის მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ მათ ინფორმაციის გავრცელებაში და ამით დაეხმარონ სიღარიბესთან ბრძოლას."

ლორენცო ნატალის სახელობის პრიზი საერთაშორისო ჯილდოა და ის 1992 წლიდან გადაეცემა ჟურნალისტებს განვითარების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში საუკეთესო ნამუშევრისთვის. კონკურსი ღიაა ტელევიზიის, რადიოს, პრესისა და ინტერნეტ ჟურნალისტიკის სფეროში მომუშავეთათვის. 2009 წლს მასში კონკურსში მონაწილეობა მიიღო 1000-ზე მეტმა ჟურნალისტმა 130 ქვეყნიდან.

დაინტერესებულმა ჟუნალისტებმა განაცხადები უნდა შეიტანონ ინტერნეტგვერდზე http://www.nataliprize2010.eu 2010 წლის 31 აგვისტომდე. გამარჯვებულები გამოცხადდებიან  დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც დეკემბერში ბრიუსელში გაიმართება, განვითარების საკითხებში ევროკომისარის ანდრის პიებალგსის თანდასწრებით.

60 000 ევროს საერთო ღირებულების პრიზები გადაეცემა 17 ჟურნალისტს სხვადასხვა რეგიონებიდან, ესენია: აფრიკა, ევროპა, არაბული სამყარო/ახლო აღმოსავლეთი, აზია და ლათინური ამერიკა/კარიბის ზღვის რეგიონი.

ინფორმაცია ნატალის პრიზის შესახებ

უკვე 20 წელია, რაც ლორენცო ნატალის სახელობის პრიზი ევროკომისიის განვითარების პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. გამოხატვის თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და განვითარების დაცვა კარგი მმართველობისა და მშვიდობის ხელშეწყობისა და უღარიბეს ქვეყნებში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების გზას წარმოადგენს.

ლორენცო ნატალის სახელობის პრიზის ორგანიზებისას, ევროკომისია კვლავ თანამშრომლობს მსოფლიო პრესის ორ ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციასთან, ესენია:

- "ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე" - 2005 წლის აზრის თავისუფლების სახაროვის პრიზის გამარჯვებული;

- "გაზეთებისა და ახალი ამბების გამოცემების მსოფლიო ასოციაცია" რომელიც ხუთივე კონტინენზე 18000-ზე მეტ გამოცემას წარმოადგენს.

ლორენცო ნატალი (1922-1990) იყო ევროკომისარი და შემდგომში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი  1976-1989 წლებში, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით თანამშრომლობისა და განვითარების სფეროში 1985-1989 წლებში.

დამატებითი ინფორმაცია იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://www.nataliprize2010.eu

საკონტაქტო პირი:

კეტრინ რეი, პრესმდივანი: +32 2 296 99 21 ან +32 498 96 99 21

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.