ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას პროგრამის მენეჯერის თანამდებობაზე
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საქართველოში (EPF) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში "საქართველოში მედიის, როგორც მაკონტროლებელი როლის გაძლიერება", აცხადებს ვაკანსიას პროგრამის მენეჯერის პოზიციაზე (სრული განაკვეთზე).
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 27 ივლისი.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიზანია ხალხს სამართლიანობისა და ეკონომიკური აღმშენებლობის დარგში ცვლილებების განხორცილელბის საშუალება მისცეს, ეს კი შესაძლებელია პრაქტიკული პროგრამების განხორციელების მეშვეობით, რაც მათ დაეხმარება ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში. სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ადგილობრივი ოფისებით არის წარმოდგენილი. ფონდი ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ის ევრაზიის ფონდის მემკვიდრე, კერძო, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 1992 წელს დაარსდა. მისი კაპიტალი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების განვითარებადი სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად იყო განკუთვნილი. ევრაზიის ფონდმა 2007 წლამდე, ანუ ადგილობრივი ფონდის დაარსებამდე, სამხრეთ კავკასიაში 1 700 გრანტი გამოყო. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და სხვა კერძო თუ სახელმწიფო დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით. ფონდმა, დაახლოებით, 70 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ნერგავს და აფინანსებს პროგრამებს. მას ექვსი პროგრამული მანდატი და მიდგომა აქვს, ესენია: საზოგადოების მონაწილეობა და მონიტორინგი, კორპორატიული და საზოგადოებრივი ფილანთროპია, კვლევა და კვალიფიკაციის ამაღლება, ბიზნესგარემოს გაუმჯობესება, ერთაშორისი თანამშრომლობა და "ღია კარის" პოლიტიკა. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის თითოეული ოფისი პროგრამულ პრიორიტეტებზე მუშაობს. იგი ადგილობრივ და საერთაშორისო აქციონერებთან და საბჭოსთან ყოველწლიურად გამართულ კონსულტაციებს ითვალისწინებს. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ევრაზიის ფონდის ქსელის წევრია. სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ხელს უწყობს ხუთი ადგილობრივი ფონდი, რომელთა ოფისებიც არის რუსეთში, ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ კავკასიაში, აღმოსავლეთ ევროპასა და ვაშინგტონში. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ http://www.epfound.ge/.
ვაკანსიის მაძიებელი კვალიფიციური კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
-მაგისტრის ხარისხი მედიის, კომუნიკაციების, ჟურნალისტიკის ან სოციალური მეცნიერებების სფეროში; -გამოცდილება პროექტის დიზაინში, იმპლემენტაციაში,მონიტორინგში, შეფასებასა და ანგარიშების წერაში; -საქართველოში მედიის გარემოსა და მედიის სექტორში ძირითადი გამოწვევების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია, როგორც ეროვნულ ისე რეგიონულ დონეზე; -სასურველია, სამუშაო გამოცდილების ქონა ქართულ მედიასთან დაკავშირებულ საქმიანობაში; -სავალდებულოა ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; -ანალიტიკური აზროვნების, წერისა და კომუნიკაციის უნარები; -ორგანიზაციული საკითხების მართვისა და დროის მენეჯმენტის კარგი უნარი; -დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების შესახებ პროაქტიულად და შემოქმედებითად აზროვნების უნარი; -გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად სტრატეგიულად დაგეგმვის უნარი; -კოლეგების მულტიკულტურულ ჯგუფთან და დაძაბულ პირობებში მუშაობის უნარი; -საქართველოს ფარგლებში მოგზაურობის შესაძლებლობა.
ძირითადი მოვალეობები:
ოპერაციული პროგრამები:
-პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების ორგანიზება და იმპლემენტაცია პროგრამის დირექტორთან კონსულტაციების, ECD-ის წარმომადგენელების, პროექტის პარტნიორების და EPF-ის პროგრამისა და გრანტების მენეჯერებთან კოორდანიციის საფუძველზე; -პროგრამის ბიუჯეტის მართვა ქვეყნის დირექტორთან, გრანტებისა და ფინანსურ მენეჯრებთან შეთანხმებით; -პროგრამის მონიტორინგის წარმოება და საჭიროებისამებრ ანგარიშების მომზადება; -პროგრამის იმპლემენტაციის ყველა ასპექტთან დაკავშირებით EPF-ის დეპარტამენტებთან და პროგრამის ძირითად მონაწილეებთან კოორდინაცია.
გრანტებთან დაკავშირებული საქმიანობები:
-EPF-ის საგრანტო კონკურსებისთვის კონცეპტუალური დოკუმენტებისა და საგრანტო განაცხადების (RFP) შემუშავება; -საგრანტო კონკურესების, ღია კარის სქემისა და სარეკომენდაციო პროექტებისთვის შემოტანილი განაცხადების პირველადი განხილვა; -შერჩეული პროექტების აუდიტი და მიღების მემორანდუმის მომზადება; -კოლექტივთან ერთად სემინარების მომზადება გრანტის მენეჯმენტში და გრანტის მიმღებ პირთან EPF-ის პროგრამული და საანგარიშო მოთხოვნების წარდგენა; -პროგრამული გასვლითი ვიზიტების მოწყობა, გრანტიორების პროგრამული ანგრიშების განხილვა, გრანტის მიმოხილვა და საჭიროებისამებრ პროექტის იმპლემენტაციაზე კონსულტაციების წარმოება.
სხვა საქმიანობები:
-პროგრამასთან დაკავშირებული შეფასებებისა და კვლევების დიზაინი, მართვა და იმპლემენტაცია; -საკუთარი წვლილის შეტანა ფონდების მოზიდვასა და ფონდის საქმიანობებში; -ანგარიშების, პროგრამების და პროექტების პრეზენტაციების მომზადება; -დავალებისამებრ EPF-ის წარდგენა გარე შეხვედრებსა და დისკუსიებზე; -პროგრამულ ასისტენტზე ზედამხედველობა პროგრამის სხვა მენეჯერებთან ერთად; -ქვეყნის დირექტორის განკარგულებით სხვა სათანადო დავალებების შესრულება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV და მოტივაციის წერილი უნდა გაგზავნონ ელ.მისამართზე vacancy@epfound.ge, 27 ივლისის, 16 საათამდე. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.
ორგანიზატორები მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან გასაუბრებისთვის .
ახალი კომენტარის გამოქვეყნება