ტრენინგი ჟურნალისტებისთვის
16 ივნისს ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტებს, ასევე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს იწვევს ტრენინგზე, რომელიც ეძღვნება ოჯახში ძალადობის საკითხებს და მედიაში ამ პრობლემის გაშუქებას.
შეხვედრა, რომელსაც წარუძღვებიან ესტონელი ექსპერტები, ჩატარდება 16 ივნისს 10-16 საათამდე სასტუმრო "ილიანიში" (ვერიკო ანჯაფარიძის ქ. 1; ფიქრის გორაზე, გათვლისწინებულია სადილი და ყავის შესვენება).
ტრენინგი ტარდება პროექტის ფარგლებში "საქართველოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაუმჯობესება ოჯახური ძალადობის პრევენცისათვის და მსხვერპლების დასახმარებლად", რომელსაც ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი (ძდექი) ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ესტონეთის ღია საზოგადოების ინსტიტუტთან ერთად ახორცილებს.პროექტი მიზნად ისახავს ესტონეთის გამოცდილების გაზიარებას ოჯახური ძალადობის პრევენციის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში ძალადობის შესამცირებლად ეფექტური კონტროლის მექანიზმები შექმნას, ასევე მსხვერპლთა დახმარებას.
რეგიონიდან ჩამოსულ ჟურნალისტებს აუნაზღაურდებათ მგზავრობის ხარჯები.
საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: 950679 ელ.ფოსტა: antiviolence@avng.ge ვებ.გვერდი: www.avng.ge
gTxovT miuTiTeT tqveni
მივუთითეთ:))
ახალი კომენტარის გამოქვეყნება