ნატა ძველიშვილი

Stories from ნატა ძველიშვილი

„კულტურის გაშუქების დროს ჟურნალისტები სტატისტის როლს ითავსებენ“

6 თებერვალი, 2012 - 17:42

„კულტურის გაშუქების დროს ჟურნალისტები სტატისტის როლს ითავსებენ“

პროპაგანდა, არასარწმუნო წყაროები, თემების ერთფეროვნება, საკითხის ნაკლებად ჩაღრმავება და სკანდალურ ტონი - ეს პრობლემები გამოყო ჟურნალისტმა ნინო კვირიკაშვილმა ანგარიშში, რომელიც ქართულ მედიაში კულტურის საკითხების გაშუქებას ეხებოდა.

კვლევა „მედიის განვითარების ფონდმა“ ჩაატარა. პროექტის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება- საქართველო“.

GARB-მა ახალი ამბების გაცვლა დაიწყო

3 თებერვალი, 2012 - 17:54

GARB-მა ახალი ამბების გაცვლა დაიწყო

„რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაცია“ (GARB) საერთო სერვერზე თბილისის ოფისის მიერ გადაღებულ კადრებსა და მოვლენის ამსახველ ტექსტს ტვირთავს. GARB-ის წევრი ტელეკომპანიები კი ამ მასალებს სურვილისამებრ იყენებენ. ახალი ამბების გაცვლა პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც „რეგიონული ტელევიზიები გაუმჯობესებული საინფორმაციო პროდუქტით მულტიპლატფორმებზე" ეწოდება.

რადიო "თავისუფლების" მედიასკოლა და სტაჟირების პროგრამა - ინტერვიუ მარინა ვაშაყმაძესთან

25 იანვარი, 2012 - 16:08

რადიო "თავისუფლების" მედიასკოლა და სტაჟირების პროგრამა - ინტერვიუ მარინა ვაშაყმაძესთან

რადიო „თავისუფლება“ მედიასკოლას ქმნის და მსურველებს ორ პროგრამას სთავაზობს  - ერთწლიან სასერტიფიკატო და ორთვიან სტაჟირების პროგრამას - ”იმუშავე და ისწავლე რადიო "თავისუფლებასთან" ერთად”.  

მედიასკოლა ჟურნალისტიკის სტუდენტებსა და ამ პროფესიით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს ნიუსრუმის რეჟიმში იმუშაონ და ჟურნალისტური პროდუქტი შექმნან.

რა იცვლება ტელემაყურებლებისთვის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლით?

21 იანვარი, 2012 - 11:23

რა იცვლება ტელემაყურებლებისთვის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლით?

2015 წელს საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე უნდა გადავიდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაუწყებლებთან ერთად ცვლილებები მომხმარებლებსაც ელით. იმისთვის, რომ თქვენმა ტელევიზორმა 2015 წელს გამოსახულება აჩვენოს, შესაძლოა, დამატებითი მოწყობილობის ყიდვა, ან ტელევიზორის გამოცვლა დაგჭირდეთ. თუმცა შესაძლებელია, ციფრული სიგნალი უპრობლემოდაც მიიღოთ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ტელევიზორი გაქვთ და რა საშუალებით იღებთ მაუწყებლობას.

უკონკურენტო GMG-ი

14 იანვარი, 2012 - 16:55

უკონკურენტო GMG-ი

“გლობალ მედია ჯგუფი“ (GMG) ტელესივრცეში 2011 წლის 14 იანვარს გამოჩნდა, ერთი წლის იუბილე კი 2012 წელს მეექვსე არხის, „ქალთა კლუბის“, ეთერში გაშვებით აღნიშნა.

ბიძინა ივანიშვილის მეუღლის კომპანია - მაუწყებლის მმართველი

10 იანვარი, 2012 - 20:32

ბიძინა ივანიშვილის მეუღლის კომპანია - მაუწყებლის მმართველი

პოლიტიკაში წასული მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივმა მოძრაობამ, „ქართული ოცნება“ კომპანია „იგრიკას“ გენერალურ დირექტორ ლაშა შონიას ხელფასის სახით 4 ათასი ლარი გადაუხადა. „იგრიკა“ ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ილია (ბაჩო) კიკაბიძემ დაარსა.  2011 წლის 9 სექტემბერს „იგრიკამ“  საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო, 23 დეკემბერს კი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ თანამგზავრით მაუწყებლობის უფლებაც მისცა. 

„ჯიხას“ და „კოლხეთის“ გაურკვეველი მომავალი

30 დეკემბერი, 2011 - 13:10

„ჯიხას“ და „კოლხეთის“ გაურკვეველი მომავალი

2011 წელს სამეგრელოს ტელეკომპანია „ჯიხა“ (წალენჯიხა) - სტუდიად,  „კოლხეთი-89“ (ჩხოროწყუ) კი საინფორმაციო ცენტრად გადაკეთდა. ორივე ტელეკომპანიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ოჯახი მართავს. მიმდინარე წლის მაისში მედია ცენტრმა „ღია აფხაზეთისთვის“ აღნიშნული ტელეკომპანიების სამაუწყებლო ლინცენზიები იყიდა და რეორგანიზაცია დაიწყო.

„რუსთავის მედიის მართვის კომპანიას“ სატელიტზე მაუწყებლობის უფლება აქვს

23 დეკემბერი, 2011 - 10:38

„რუსთავის მედიის მართვის კომპანიას“ სატელიტზე მაუწყებლობის უფლება აქვს

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახი ყურაშვილმა 22 დეკემბერს კომისიაში გამართულ ღია კარის დღეზე განაცხადა, რომ "ეროსი კიწმარიშვილი უკანონო მაუწყებლობას არ ახორციელებს". 

მისი თქმით, თუ ეროსი კიწმარიშვილი შექმნის ახალ ტელეკომპანიას და სატელიტის საშუალებით პროგრამებს გაავრცლეებს, კანონს არც ამ შემთხვევაში დაარღვევს. 

საერთო სადისტრიბუციო ქსელი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით

19 დეკემბერი, 2011 - 19:03

საერთო სადისტრიბუციო ქსელი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით

პოლიტიკაში წასული მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციას“ დააფინანსებს. ორგანიზაციის მთავარი მიზანი თბილისში პრესის გავრცელების ახალი სისტემის შექმნა და მისი განვითარება იქნება.  „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაცია“ 2011 წლის 13 დეკემბერს  „საქართველოს პრესის ასოციაციამ“ დააფუძნა.  

დავა ტელეკომპანია „გურიის“ გარშემო

15 დეკემბერი, 2011 - 16:21

დავა ტელეკომპანია „გურიის“ გარშემო

სამაუწყებლო კომპანია „გურიის“ დამფუძნებლის მერაბ სიორიძის ადვოკატი თედო კობახიძე ხელისუფლების ზეწოლაზე საუბრობს. 15 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ უზენაესი სასამართლო უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში, მოწინააღმდეგე მხარე კი საქმის მასალების გაყალბებაში დაადანაშაულა.

რვაფეხა

13 დეკემბერი, 2011 - 20:47

რვაფეხა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ახალი ანგარიში მიხედვით, საქართველოს სარეკლამო ბაზარს  ხელისუფლებასთან დაახლოებული   პირები აკონტროლებენ,  რომლებმაც „მჭიდროდ შეკრული ქსელი“  ჩამოაყალიბეს.

საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიას შეიმუშავებენ

8 დეკემბერი, 2011 - 19:36

საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიას შეიმუშავებენ

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიაზე მუშაობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დახმარებით იწყებს. ამის შესახებ 8 დეკემბერს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ კონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელიც ტექნიკური დახმარების მრავალთვიანი პროგრამის „საქართველო: ინფოკომუნიკაციების პოლიტიკა და რეგულირების განვითარება“ ფარგლებში გაიმართა.

ციფრული მაუწყებლობა, პროცესი, რომლის შესახებ ყველამ უნდა ვიცოდეთ

5 დეკემბერი, 2011 - 16:09

ციფრული მაუწყებლობა, პროცესი, რომლის შესახებ ყველამ უნდა ვიცოდეთ

ციფრული მაუწყებლობაზე გადასვლა - პროცესი, სადაც ჟურნალისტების ჩართულობა და საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანი ფაქტორია. სწორედ ამ საკითხზე  „ინტერნიუს-საქართველოს“ ორგანიზებით,  2-3 დეკემბერს,  თბილისური და რეგიონული მედიისთვის ტრენინგი გაიმართა.

აქცია პრესის დასაცავად

29 ნოემბერი, 2011 - 18:05

აქცია პრესის დასაცავად

სავაჭრო ჯიხურებისთვის გამოყოფილი ადგილების აუქციონი გააპროტესტეს ჟურნალისტებმა, მედიასაშუალებების მფლობელებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თუ პოლიტიკოსებმა, 29 ნოემბერს თბილისის მერიის შენობასთან.

 200-მდე ადამიანმა მდუმარე აქციით აუქციონის შეწყვეტა და პრესის გამავრცელებლების და გამომცემელთა ინტერესების გათვალისწინება მოითხოვა. აქციას შეუერთდნენ ის პირებიც, რომლებიც საგაზეთო ჯიხურებში, მათ აღებამდე მუშაობდნენ.

კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისათვის“ ჯიხურებისთვის გამოყოფილ ადგილებზე აუქციონის შეჩერებას ითხოვს

28 ნოემბერი, 2011 - 17:18

კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისათვის“ ჯიხურებისთვის გამოყოფილ ადგილებზე აუქციონის შეჩერებას ითხოვს

კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისათვის“ სავაჭრო ჯიხურებისთვის გამოყოფილ ადგილებზე მიმდინარე აუქციონის შეჩერებას და ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერ გიგი უგულავასთან შეხვედრას ითხოვს.  ეს მოთხოვნა კოალიციის წევრებმა 28 ნომებერს გამართულ პრესკონფერენციაზე დააყენეს.

თბილისის მერიასთან გაიმართება აქცია ლოზუნგით - „ხელები შორს ქართული ბეჭდური მედიისაგან!“

25 ნოემბერი, 2011 - 19:25

თბილისის მერიასთან გაიმართება აქცია ლოზუნგით - „ხელები შორს ქართული ბეჭდური მედიისაგან!“

ბეჭდური მედიის წარმომადგენლები 29 ნოემბერს თბილისის მერიის შენობასთან საპროტესტო აქციას გამართავენ დედაქალაქის ქუჩებში სავაჭრო ჯიხურების დადგმაზე გამოცხადებული აუქციონის მიმდინარეობისას გამომცემელთა და პრესის გამავრცელებელთა ინტერესის  გაუთვალისწინებლობის მიზეზით.

მაუწყებლები მაუწყებელთა ქცევის კოდექსში ცვილებების შეტანას დათანხმდნენ

22 ნოემბერი, 2011 - 22:21

მაუწყებლები მაუწყებელთა ქცევის კოდექსში ცვილებების შეტანას დათანხმდნენ

მაუწყებლები დათანხმდნენ „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ (CDI) ინიციატივას  მაუწყებელთა ქცევის კოდექსში ცვილებების შეტანის შესახებ. ცვილილება   გულისხმობს იმ პირთა კატეგორიის გაფართოებას, ვისაც არასრულწლოვანთა თემების არაეთიკურად გაშუქების შემთხვევაში მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება ექნება.

„ლელო“ - უხუცესი სპორტული გაზეთი

28 ოქტომბერი, 2011 - 14:19

„ლელო“ - უხუცესი სპორტული გაზეთი

ქართულ სპორტულ გაზეთებს შოროს „ლელოს“ ყველაზე ხანგრძლივი ისტორია აქვს. მისი პირველი ნომერი  1934 წელს გამოვიდა.

სამართალდამცავი სტრუქტურები და სასამართლო ხელისუფლება - ყველაზე გაუმჭვირვალე ინსტიტუტები

24 ოქტომბერი, 2011 - 20:59

სამართალდამცავი სტრუქტურები და სასამართლო ხელისუფლება - ყველაზე გაუმჭვირვალე ინსტიტუტები

სამართალდამცავი სტრუქტურები და სასამართლო ხელისუფლება ყველაზე გაუმჭვირვალე ინსტიტუტებად დასახლედა კვლევაში, რომელიც „საერთაშორისო გაჭვირვალობა - საქართველომ“ 24 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

ინტერესთა კონფლიქტი კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში

18 ოქტომბერი, 2011 - 19:09

ინტერესთა კონფლიქტი კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი ამ თანამდებობაზე  ინტერესეთა კონფლიქტში  იმყოფება,  ვინაიდან ის ფლობს კომპანია „მაგის სტილი მედიას“ წილის 35%-ს,  რომლის  ძირითადი საქმიანობა ტელევიზიებში რეკლამების განთავსებაა.