ქართველმა ბლოგერებმა უარყვეს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ინიციატივა, ბლოგერთა ასოციაციის შექმნის შესახებ
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, ზურაბ პოლოლიკაშვილი 15 აპრილს, თავის უწყებაში, ქართველი ბლოგერებს შეხვდა. შეხვედრა მინისტრის ინიციატივით მოეწყო და მას ესწრებოდნენ ტურიზმისა და საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლები. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოში სამთავრობო უწყებებმა სოციალური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა და საუბარი გადაწყვიტეს. ამ შეხვედრის გასაშუქებლად დედაქალაქში მოქმედი თითქმის ყველა მედიასაშუალება იყო მოწვეული.
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ: "შეხვედრის მიზანი იყო გამოცდილი და წარმატებული ბლოგერებისგან ამ კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობის გაცნობა და იმ შესაძლო მოქმედებების განხორციელებაზე მსჯელობა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ბლოგინგის განვითარებას".
ბლოგერთა ნაწილი სკეპტიკურად შეხვდა სამინისტროს ინიციატივას. "ბლოგინგის განვითარებას ხელისუფლების მხრიდან არანაირი ხელშეწყობა არ სჭირდება. მე მაქვს ბლოგი და ვწერ იმას, რაც მინდა და როგორც მინდა, ვინ რაში უნდა დამეხმაროს?"-ამბობს media.ge-სთან საუბრისას ერთ-ერთი პოპულარული ბლოგის dodka.ge-ს ავტორი დოდი ხარხელი. მისი აზრით, ხელისუფლება ბლოგერებს შეიძლება იმით დაეხმაროს, რომ მათთვის გაცილებით ხელმისაწვდომი გახადოს სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია. მაგალითად, ფოტოები საქართველოზე. ბლოგერთა ნაწილმა შეხვედრაზე გამოთქვა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არა აქვთ საკმარისი ფოტო-ვიდეო მასალა, რომლის გამოქვეყნებითაც გაცილებით საინტერესო ინფორმაციას მიაწვდიან პოტენციურ უცხოელ ტურისტებს. ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ამ პრობლემის მოგვარების პირობა დადო.
დოდი ხარხელის თქმით, მათ ხელისუფლების წარმომადგენლებს შესთავაზეს, რომ შექმნან კონკრეტული სპეციფიკის მქონე ტურისტული ბლოგები, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ჩაერიონ ზოგადად ბლოგინგის საქმიანობაში. ზურაბ პოლოლიკაშვილმა სოციალური მედიის წარმომადგენლებს ასევე გაანდო ბლოგერთა ასოციაციის შექმნის იდეა, რაც ბლოგერებმა უარყვეს.
ბლოგერებმა ზურაბ პოლოლიკაშვილს ასევე გააცნეს პრობლემები, რაც ხელს უშლის საქართველოს პოპულარიზაციას ინტერნეტში. ეს არის Google map-ში საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თეთრი ლაქა. გუგლის რუკაზე საქართველოს ელექტრონული რუკა დატანილი არ არის. ასევე შეუძლებელია სოციალურ ქსელ ტვიტერის სტატუსების განახლება sms გზავნილების მეშვეობით და ა.შ.
ზურაბ პოლოლიკაშვილი ბლოგერებს ბიზნესმენებთან შუამავლობასაც დაჰპირდა. შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში გაიმართოს ბლოგერების შეხვედრა ბიზნესმენებთან, სადაც ისაუბრებენ თუ როგორ უნდა გამოიყენონ ბლოგინგი ბიზნესის განვითარებაში. დღესდღეობით ქართული ბიზნესი რეკლამირებისთვის ბლოგებს თითქმის არ იყენებს. გარდა ამისა, ისინი პრაქტიკულად არ აწარმოებენ კორპორატიულ ბლოგებს.

მე რატომ არავინ არაფერს
ყველას სათითაოდ ხომ არ
ბლოგინგში სახელმწიფო რანაირად
სათაურია, სათაურის უნახავს
თანამედროვე ქართული
მოდერატორთა საყურდღებოდ!
me mgoni es informacia aris
ძვირფასო ანონიმო, რა არის
ახალი კომენტარის გამოქვეყნება