"ინტერნიუსი" (Internews Network) აცხადებს ვაკანსიას პროგრამის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე

25 მარტი, 2010 - 15:24
დედლაინი: 
25 აპრილი, 2010 - 07:24

"ინტერნიუსი" (Internews Network) აცხადებს ვაკანსიას პროგრამის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე USAID-ის მიერ დაფინანსებული მედია დახმარების პროექტში სამუშაოდ. პროექტის ზოგადი მიზანია კიდევ უფრო გაძლიერდეს დამოუკიდებელი მედია საქართველოში დემოკრატიის, მოქალაქეების ინფორმირებულობისა და ანგარიშვალდებულების დონის ასამაღლებლად.

პროგრამის დირექტორის მოადგილე იმუშავებს თბილისში სრული განაკვეთით. თანამდედობაზე ყოფნის პერიოდში იგი დახმარებას გაუწევს პროგრამის დირექტორს პროგრამის ყველა კომპონენტის, მათ შორის, ინდივიდუალური მედია გამოცემებისა და სხვა მნიშვნელოვანი მოთამაშეების ჩათვლით. პროგრამის დირექტორის მოადგილის ფუნქციებში შევა პროექტის სხვადასხვა კომპონენტის ზოგადი ზედამხედველობა და კოორდინაცია.

მოვალეობები:

-დაეხმაროს პროგრამის დირექტორს ზედამხედველობა გაუწიოს პროგრამის ყველა კომპონენტს, მათ შორისაა: ინდივიდუალური მედია გამოცემები, მედია ასოციაციები და ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირები, ჟურნალისტიკის სკოლა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, კანონმდებლები, სამეცნიერი საზოგადოების წევრები, მთავრობის ოფიციალური პირები, ადგილობრივ და აროვნულ დონეზე, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მედია და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში.

-დაეხმაროს პროგრამის დირექტორს ყველანაირ ანგარიშგებაში;

-უზრუნველყოს შეთანხმებები გრანტიორებთან/კონტრაქტორებთან;

-რეგიონალური პროექტების მენეჯმენტისა და მონიტორინგის მიზნით   განუსაზღვრელად იმოგზაუროს საქართველოს ფარგლებში.

აუცილებელი მოთხოვნები:

-მაგისტრის ან უფრო მაღალი ხარისხი ჟურნალისტიკაში, პოლიტიკურ მეცნიერებებში, საერთაშორისო ურთიერთობებში ან სხვა რომელიმე მონათესავე სფეროში;

-საქართველოში მედიისა და საზოგადეობრივი განვითარების საკითხების -ზედმიწევნით სრულყოფილი ცოდნა;

-პროფესიული გამოცდილება მრავალკომპონენტიანი პროგრამების მართვასა და განხორციელებაში;

-საქართველოში პერსონალის ეფექტურად მართვის შესაძლებლობა;

-გააჩნდეს უნარი, აწარმოოს ურთიერთობა პარტნიორებთან, USAID-თან, საერთაშორისო და ადგლობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მედიის სფერო და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში, ასევე პროგრამასთან დაკავშირებულ სხვა პერსონალთან.

-აუცილებელია ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილად ფლობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოტოვაციის წერილი და რეზიუმე უნდა გაგზავნონ შემდეგ ელ. მისამართზე 876-in@internews.org. სათაურში მიუთითეთ  "RDTA-AF-IN." განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 12 აპრილი.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.