სტაჟირება გერმანიის ბეჭდურ მედიაში
18 მარტი, 2010 - 12:22
დედლაინი:
15 აპრილი, 2010 - 12:22 პოსტ საბჭოთა ქვეყნებში მომუშავე ახალგაზრდა ჟურნალისტებს ( 23 დან 35 წლამდე) საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ მერიონ დენჰოფის სახელობის პროგრამაში და გახდნენ სტაჟიორი-რედაქტორები გერმანულ ბეჭდურ მედიაში.
გამარჯვებულებს დაენიშნებათ სტიპენდია 3 500 ევროს ოდენობით და ისინი გაივლიან ორთვიან სტაჟირებას ერთ-ერთ გერმანულ გაზეთში.
დაინტერესებული პირები უნდა ფლობდნენ გერმანულ ენას, რათა თავად წარუძღვნენ ინტერვიუს და შეძლონ გერმანულად წერა. სტაჟირების დასრულებისას მათ უნდა წარმოადგინონ შესრულებული სამუშაოს ანგარიში.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა 15 აპრილია.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ საიტს: www.ijp.org
ახალი კომენტარის გამოქვეყნება