12 მარტი, 2010 - 18:06

რადიო "ჰერეთი" დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციებს, უფლებადამცველებს და ომბუდსმენის აპარატს სთხოვს

რადიო "ჰერეთის" დირექტორი რამაზ სამხარაძე უახლოეს დღეებში საერთაშორისო ორგანიზაციებს, უფლებადამცველებს და ომბუდსმენის აპარატს თხოვნით მიმართავს, რომ რადიო "ჰერეთს" დედაქალაქში ლიცენზიის მიღებაში დახმარება გაუწიონ.

როგორც დღეს საგანგებო პრესკონფერენციაზე რამაზ სამხარაძემ განაცხადა, კომპანია ორი წლის განმავლობაში დედაქალაქში ლიცენზიის მიღებას უშედეგოდ ცდილობს.

რადიოსადგურის მაუწყებლობა, მისთვის მინიჭებული ლიცენზიის საფუძველზე, ამჟამად კახეთის რეგიონში (აღმოსავლეთ საქართველო) მაუწყებლობს. მისი ეთერი ასევე ვრცელდება    აზერბაიჯანის დასავლეთ საზღვრისპირა ნაწილში.

"კანონის მიხედვით, 2004 წლის შემდეგ, ორ წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარებულიყო საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომლის საფუძველზე კომისია ან გამოაცხადებდა კონკურსს ახალი ლიცენზიის მაძიებლისთვის, ან არ გამოაცხადებდა. საქმე ისაა, რომ ეს კვლევა საერთოდ არ ჩატარებულა. არსებობს კულუარული ინფორმაცია იმის შესახებ,  თითქოს ეს კვლევა ჩატარდა და არ აცხადებენ მის შედეგებს. ჩვენ გვინდა, რომ ერთგვარად  მივიქციოთ ყურადღება ყველა უფლებადამცველი, ჩვენი დამფინანსებელი დონორი ორგანიზაციების, საერთაშორისო ფონდების და საზოგადოების მხრიდან, რომ ერთხელ და სამუდამოდ კანონიერების ფარგლებში გამოცხადდეს კონკურსი მაუწყებლებისთვის", - განაცხადა რამაზ სამხარაძემ.

რადიო "ჰერეთისთვის" გაგზავნილ ოფიციალურ წერილში კომუნიკაციების ეროვნული კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიების გაცემის საკითხი სპეციალური კვლევის შემდეგ გადაწყდება. კომისიაში ამტკიცებენ, რომ კვლევა დაწყებულია, თუმცა ვერ ასახელებენ ვადებს, თუ როდის დასრულდება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.