"საზოგადოებრივი მაუწყებელი" აცხადებს კონკურსს საზოგადოებრივი რადიოს პროექტებსა და ვაკანსიებზე

12 მარტი, 2010 - 14:54
დედლაინი: 
20 მარტი, 2010 - 10:54
საქართველოს საზოგადოებრივი რადიო არის ერთ-ერთი პირველი რადიო ევროპაში, პირველი რადიო საქართველოში, რომელიც მაუწყებლობს 1925 წლის 23 მაისიდან. ამჟამად საქართველოს საზოგადოებრივი რადიო იმყოფება რეორგანიზაციის პროცესში, რაც განპირობებულია თანამედროვე, ხარისხიანი და საქართველოს მრავალფენოვანი საზოგადოებისთვის საინტერესო კულტურულ-შემეცნებითი-საგანმანათლებლო რადიოს განვითარების აუცილებლობით. კონკურსის ცხადდება შემდეგი მიმართულების პროექტებზე: - ახალგაზრდული გადაცემა - საბავშვო გადაცემა - საგანმანათლებლო-შემეცნებითი გადაცემა - მუსიკალური გადაცემა - გასართობი გადაცემა - სპორტული - საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა - გადაცემა ეკონომიკასა და ბიზნესზე - კულტურულ-შემეცნებითი გადაცემა - გადაცემა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებზე
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: I ეტაპი - შერჩევა საბუთების მიხედვით II ეტაპი - გასაუბრება III ეტაპი - საპილოტე პროგრამების ჩაწერა წარსადგენი პროექტების რაოდენობა შეზღუდული არ არის. კონკურსგარეშე განიხილება პროექტები, რომლებსაც გააჩნია სასპონსორო და საგრანტო ფინანსური მხარდაჭერა. საზოგადოებრივი მაუწყებელი ასევე აცხადებს კონკურსს 28  ვაკანისიაზე. კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: I ეტაპი - შერჩევა საბუთების მიხედვით II ეტაპი - გასაუბრება III ეტაპი - საპილოტე ჩაწერა კონკურსანტებს აქვთ უფლება წარადგინონ საკუთარი კანდიდატურა ერთდორულად რამდენიმე პოზიციაზე. განაცხადის შემოტანის უკანასკნელი ვადა:    20 მარტი 2010წ დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ პროექტი, რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონული ფოსტის მისამარტზე: ნ.ცჰიკჰლადზე@გპბ.გე ან მოგვაწოდოთ მისამართზე თბილისი, კოსტავას 68, საზოგადოებრივი მაუწყებელი. პროექტების კონკურსის და ვაკანსიების შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ გვერდზე ან გადმოტვირთეთ მისამართიდან: http://www.media.ge/sites/www.media.ge/files/konkursi_GPB_radio_various.doc
მიბმული ფაილიზომა
konkursi_GPB_radio_various.doc110 კბ

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.