რუსული ტელეკომპანია 50 ათასი ლარით დაჯარიმდა
"ტელეკომპანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოველგვარი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე მაუწყებლობდა", აღნიშნეს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.
კომისიამ კომპანიის წინააღმდეგ საქართველოს "ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 1441 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია ფულადი ჯარიმა, 50 ათასი ლარის ოდენობით გამოიყენა. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს დაევალა. სავარაუდოდ, კომისის ეს ახალი სანქციაც ისევე დარჩება შეუსრულებელი, როგორც რუსული ტელეარხების მიმართ ადრე გამოტანილი გადაწყვეტილებები.
ბოლო ასეთი გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბერში მიიღეს. მაშინ კომუნიკაციების კომისიამ "ОРТ", "НТВ", "ТВ-Центр", "Россия" და "Култура" "ოკუპირებულ ტერიტორიებზე ულიცენზიო მაუწყებლობისთვის" განმეორებით დააჯარიმა. ОРТ"-ს 1 000 000 ლარის გადახდა დაეკისრა, დანარჩენ ტელევიზიებს კი 500 000-500 000 ლარი.
ახალი კომენტარის გამოქვეყნება