საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ თავისი სხდომების ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნება დაიწყო
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2010 წლის 1 მარტიდან თავის ვებგვერდზე (http://gpb.ge/MeetingAgenda.aspx?LanguageID=1) სამეურვეო საბჭოს სხდომების ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნება დაიწყო. საბჭოს სხდომებისთვის თვალყურის დევნება ახლა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია.
აქამდე ვებგვერდზე მხოლოდ სხდომის ოქმები ქვეყნდებოდა, ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნება კი სიახლეა. საბჭოს წევრების თქმით, ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს სხდომების საჯაროობას და მაყურებლის სრულყოფილ ინფორმირებას სამეურვეო საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებით.
" ვიდეოჩანაწერები ვებგვერდზე დაუმონტაჟებლად ქვეყნდება. ამოჭრილია მხოლოდ ის მონაკვეთები, სადაც განიხილება მაუწყებელთან დაკავშირებული კონფიდენციალური საკითხები", განაცხადა Media.Ge-სთან საუბარში სამეურვეო საბჭოს წევრმა შორენა შავერდაშვილმა.
ახალი კომენტარის გამოქვეყნება