თეიმურაზ ქორიძე

Stories from თეიმურაზ ქორიძე

დიდ ზამთარს გაყოლილი კაცი

12 მარტი, 2010 - 00:32

დიდ ზამთარს გაყოლილი კაცი

მძიმე და სუსხიანი ბრძოლების შემდეგ, ალაზნის ველზე "შეშლილივით მოკვდა თებერვალი". აქა-იქ ტყემლის მამაცი ყვავილები გამოჩნდნენ და ატმის ბაღებმა საპატარძლო მზადება იწყეს. საცაა ბელტი ამობრუნდებოდა, ხნულს ოხშივარი აუვიდოდა, კახეთის მთები იდუმალ ნისლებს მოითხოვდნენ და გაზაფხულიც მარადიული სიცოცხლის სადიდებლად მრავალჟამიერს დააგუგუნებდა...