ზაფხულის ბანაკი ჟურნალისტიკით დაინტერესებული უფროსკლასელებისთვის
10 მარტი, 2010 - 16:42
დედლაინი:
20 ივნისი, 2010 - 16:42 ჟურნალისტიკით, სტატიებისა და მოთხრობების წერით, ასევე პიროვნული განვითარებით დაინტერესებულ უფროსკლასელებს მთელი მსოფლიოდან, იწვევენ ზაფხულის ბანაკში, რომელიც ბლაგოევგრადში (ბულგარეთი), 4-24 ივლისს, მოეწყობა. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა -20 ივნისი.
ბანაკში სასწავლო ენა იქნება ინგლისური. სასწავლო პროგრამა ასევე ითვალისწინებს ექსკურსიებს, სპორტულ ღონისძიებებს.
პროგრამის ორგანიზატორია ამერიკის უნივერსიტეტი ბულგარეთში. მონაწილეობის საფასური შეადგენს 510 ევროს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.aubg.bg/camp, ან გაუგზავნეთ შეტყობინება ნადეჟდა აფენდიევას ელ. მისამართზე: nadia@aubg.bg
ახალი კომენტარის გამოქვეყნება