ევროპული ჟურნალისტიკის ინსტიტუტის ერთკვირიანი პროგრამა პრაღაში
2010 წლის 17-25 ივლისს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიმართება ევროპული ჟურნალისტიკის ინსტიტუტის( EJI) მეშვიდე საზაფხულო პროგრამა. ღონისძიების ორგანიზატორია ამერიკული სწავლებების ფონდი( The Fund for American Studies). სემინარში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც მოქმედ, ისე სტუდენტ ჟურნალისტებს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 15 აპრილი.
პროგრამაში მონაწილე ჟურნალისტები კარგად უნდა მოემზადონ, რათა მონაწილეობა მიიღონ შვიდდღიან ინტენსიური სემინარებში, ლექციებსა და დისკუსიებში ჟურნალისტიკის შესახებ.
ტრენინგს გაუძღვებიან მოწვეული ტრენერები აშშ-დან და ევროპიდან. მათ შორის არიან როგორც პრაქტიკოსი, ისე თეორეტიკოსი ჟურნალისტები. ლექტორებად ასევე მოწვეულნი არიან ეკონომიკისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სპეციალისტები, ბიზნესისა და ფინანსების სფეროში მომუშავე ჟურნალისტები, ასევე სხვადასხვა კორპორაციებისა და სამთავრობო ლიდერები.
დაინტერესებულ პირებს დაწვრილებითი ინფორმაციის გაგება შეუძლიათ აქ: http://www.tfasinternational.org/eji/about/, ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის წარმომადგენელს ბრიჯიტ მურს ელ. ფოსტაზე bmoore@tfas.org.
მონაწილეობისთვის საჭირო აპლიკაცია კი ჩამოტვირთეთ ამ მისამართიდან: https://app.applyyourself.com/?id=tfas-int.
gavecani gancxadebas evropuli
ახალი კომენტარის გამოქვეყნება