5 მარტი, 2010 - 18:42

ჯიჯი რეჯინისთვის დასმული შეკითხვის გამო "თიბისი თივი სტუდიო" ბოდიშს იხდის

სტუდია "TBC TV" გადაცემა "სიმართლის დროში"  ფოტგრაფ ჯიჯი  რეჯინისთვის დასმული შეკითხვის გამო მაყურებელს ბოდიშს უხდის. წამყვანმა ფოტგრაფს შეკითხვა მის ეთნიკურ წარმომავლობასთან დაკავშირებით დაუსვა: "შეგრცხვენია თუ არა შენი სომხური წარმომავლობის?"  ამ კითხვამ  საქართველოს მოქალაქე სომხების გაღიზიანება გამოიწვია. სწორედ ამიტომ, გადაცემის ავტორებმა შოუს ეთერში გასვლიდან მეორე დღეს ბოდიში მოიხადეს.

"კითხვა, რომელიც დაუსვეს ჯიჯი რეჯინს და ეხებოდა მის სომხურ წარმომავლობას, არანაირად არ ისახავდა მიზნად ეთნიკური უმცირესობების, ჩვენი მოძმე სომხების, დისკრედიტაციას. ეს არის ერთადერთი კითხვა "სიმართლის დროს" ისტორიაში,  რომელზეც ვფიქრობთ,  რომ შეიძლებოდა ამის ორაზროვნად ინტერპრეტირება.  იმ  ადმაინებს, რომლებიც შეწუხდნენ,  მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ მათ აზრს ყოველთვის გავითვალსიწინებთ და შევეცდებით, ასეთი კითხვები აღარ იყოს "სიმართლის დროში"-განაცხადა ტელეკომპანია "იმედის"  ეთერში გადაცემის პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ.

"სიმართლის დრო"  არის TBC-TV სტუდიისა და ტელეკომპანია "იმედის" ერთობლივი პროექტი, ამერიკული შოუს - "THE MOMENT OF TRUTH" - ქართული ვერსია.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.