5 მარტი, 2010 - 17:02

ეუთოს მუდმივმოქმედმა საბჭომ მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის თანამდებობაზე კანდიდატურა შეარჩია

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის მუდმივმოქმედმა საბჭომ  მინისტრთა კომიტეტს  რეკომენდაცია მისცა, რათა  დუნია მიატოვიჩი დაინიშნოს    მედიის თავისუფლების საკითხებში  ეუთოს წარმომადგენლის თანამდებობაზე.

ამის შესახებ რია ნოვოსტი იტყობინება.

დუნია მიატოვიჩი,  ბოსნია-ჰერცეგოვინას წეარმომადგენელი, ამჟამად  მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) თავმჯდომარეა.

მიკლოშ ჰარასტის, რომელიც ამჟამად მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელია, უფლებამოსილების მეორე, სამწლიანი, ვადა 10 მარტს ეწურება.

მიკლოშ ჰარასტიმ 4 მარტს, მდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე   თავისი ბოლო ანგარიშის წარდგენის დროს, განაცხადა, რომ ისეთი ტიპის მონიტორინგი, რომელიც  ტარდება ეუთოს ფარგლებში  უმნიშვნელოვანესია ქვეყნების წახალასიბელად, რათა მათ შეასრულონ ვალდებულებები პრესის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებით.

ჰარასტიმ, ხაზი გაუსვა პრესის თავისუფლების უნივერსალური სტანდარტების საჭიროებას,  თემას,  რომელსაც ის თავისი მანდატის პერიოდში მტკიცედ ავითარებდა.

"უნივერსალური სტანდარტების  იდეის დაცვა ყველაზე დიდი გამოწვევაა, რადგან  მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემები გამუდმებით იჩენს თავს," განაცხადა ჰარასტიმ.

"ამ თანამდებობაზე გატარებულმა 6 წელმა გააძლიერა ჩემი რწმენა იმასთან დაკავშირებით, თუ რაოდენ აუცილებელია საერთაშორისო ყურადღება ადამიანის უფლებების მიმართ.", დასძინა  ჰარასტიმ.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.