სერტიფიცირებული პრაქტიკული კურსი ფოტოჟურნალისტიკაში
4 მარტი, 2010 - 18:07
დედლაინი:
1 აპრილი, 2010 - 18:07 საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლა აცხადებს მიღებას სერტიფიცირებულ - პრაქტიკულ კურსზე ფოტოჟურნალისტიკაში 20 დამწყები და პრაქტიკოსი ფოტოგრაფებისთვის.
სწავლება - ქართულ და ინგლისურ ენებზე.
საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 2010 წლის 1 აპრილი. სწავლა დაიწყება 6 აპრილს და გაგრძელდება 16 ივლისამდე. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ, ლექციის ხანგრძლივობაა 3 საათი.
პროგრამის ღირებულებაა 600 ევროს ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
სასწავლო პროგრამა ორიენტირებულია ფოტოჟურნალისტიკის დარგში პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე.
კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მისამართზე:
http://www.gipa.ge/gipa/index.php?option=com_content&view=article&id=136...
ახალი კომენტარის გამოქვეყნება