4 მარტი, 2010 - 15:09

აღმოჩნდებიან თუ არა ადგილობრიოვი ტელევიზიები პრეზიდენტის ვალში?

საგადასახადო  დავალიანება შიდა ქართლის  რეგიონულ ტელეკომპანია "თრიალეთს" 2004 წლიდან ჰქონდა. იმ დროს ტეკლეკომპნიის  მფლობელებსა და რეგიონის გუბერნატორ მიხეილ ქარელს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო. მაშინ ტელეკომპანიის  ხელმძღვანელობა განცხადებას  განცხადებაზე ავრცელებდა და იუწყებოდა, რომ კომპანიის ხელში ჩაგდება მაშინდელ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს და გუბერნატორს მიხეილ ქარელს სურდათ. სწორედ იმ პერიოდში კომპანიაში საგადასახადო სამსახური შევიდა და ტელეკომპანია  დააჯარიმა. თრიალეთის ხელმძღვანელობა ვალს არ აღიარებდა და გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა. ცოტა ხანში რეგიონში ხელისუფლება შეიცვალა თრიალეთის საგადასახადო ვალი კი საურავების დარიცხვის ხარჯზე ყოველთვიურად იზრდებოდა და ბოლოს დაახლოებით 175 ათას ლარს მიაღწია. მოგვიანებით ხელისუფლებამ კომპანიას ვალის რესტრუქტურიზაცია გაუკეთა , ტელევიზიამ კი გადახდა ეტაპობრივად დაიწყო. "თრიალეთში" მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მიერ რეგიონული ტელეკომპანიებისთვის გამოცხადებული ფინანსური ამნისტია, მათთვის დაგვიანებული აღმოჩნდა, რადგან ვალის ნაწილი 65 ათასი ლარი უკვე გადახდილი ჰქონდათ. კომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ლადო ბიჭაშვილის აზრით, ამნისტია ტელევიზიის განვითარებას ხელს შეუწყობს, რადგან ვალისთვის გადადებულ ფინანსებს სხვა საქმეს მოახმარენ.

დამოუკიდებელი ჟურნალისტი არინა თავაქარაშვილი  ამნისტიის გამოცხადებაში ერთგვარ საფრთხეს ხედავს, მისი აზრით, საგადასახადოს ვალიდან ამოსული კომპანიები შეიძლება ადგილობრივი არჩევნების წინ პრეზიდენტთან აღმოჩნდნენ ვალში და დამოუკიდებლობის ხარისხი უფრო მეტად დაკარგონ, გარდა ამისა, თავაქარაშვილი ფიქრობს, რომ ვალების ერთბაშად ჩამოწერა, კონკრეტული საქმეების შესწავლის გარეშე,  მიუღებელია.

"იმ დროს, როცა მასობრივად ხდება   გადასახადების ჩამოწერა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ რეგიონული ტელევიზიები დავალებულნი იქნებიან ხელისუფლებისგან. ყველას ერთნაირად ხომ არ დაუგროვდა ვალები? საიდან ეს თანხები?. უნდა გაირკვეს ვალის წარმომავლობა და შესაბამისად ჩამოვაწეროთ. თუ ეს ვალები დაგროვილია ჩინოვნიკების თავხედობის მიზეზით და შეწერებით, უნდა ჩამოაწერონ, მაგრამ ლიბერალური საზოგადოებიდან სოციალისტურ საზოგადოებაში არ უნდა დავბრუნდეთ. საიდან უნდა მოვიტანოთ ეს თანხები? ის ხომ ყველას ერთად დაგვაკლდება. ისე არ გამიგოთ, თითქოს, ვეწინააღმდეგებოდე ამ პროცესს, პირიქით, მე მედიის დამცველი ვარ, მაგრამ აუცილებელია ვალების წარმომავლობა დადგინდეს და კანონმა იკანონოს. ამიტომ ნუ გავხდით ტელესივრცეს ერთი ჯგუფის საკუთრებად",  განაცხადა არინა თავაქარაშვილმა.

ამჟამად რეგიონული  ტელეკომპანია საარჩევნო  რეჟიმზე გადასასვლელად  ემზადება. გორში ჯერჯერობით როგორც მმართველი პარტიის  ისე ოპოზიციური ძალების  მხრიდან არანაირი აქტივობა არ შეინიშნება. დარჩება თუ არა ადგილობრივი ტელევიზია  პრეზიდენტის ვალში, ეს არჩევნების დროს მედია მონიტორინგის დროს გამოჩნდება.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.