2 მარტი, 2010 - 14:23

გამოცხადდა ღია კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

საქართველოს პრეზიდენტის  განკარგულებით 2 მარტიდან დაიწყო  ღია კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

15-წევრიან სამეურვეო საბჭოში ვაკანტური ადგილი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ერთ-ერთი წევრი, ზურაბ ხარატიშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა.

სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ყველას კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღის განმავლობაში. ამ ვადის ამოწურვიდან  10 დღეში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოაცხადებს  სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების სიას.

პრეზიდენტის ამავე განკარგულებით შეიქმნა  კონკურსის სამდივნო (მისამართი: ქ. თბილისი, აბდუშელიშვილის ქ. № 1 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია).

მოქმედი კანონმდებლობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს პრეზიდენტი ნიშნავს, მას შემდეგ, რაც მის მიერ შერჩეულ  კანდიდატს  პარლამენტი დაამტკიცებს.

მეურვეობის კანდიდატად პირის რეგისტრაციისათვის ღია კონკურსის სამდივნოში წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) მსურველის წერილობითი განცხადება ან წარდგინება, რომელსაც თან ახლავს წარდგენილი პირის თანხმობა; ბ) ავტობიოგრაფია ან CV; გ) კანდიდატის ერთი ფოტოსურათი; დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ე) პირადობის მოწმობის ასლი; ვ) არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) სარეკომენდაციო ხასიათის წერილი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; თ) ხელწერილი, რომ პირი გაეცნო სამეურვეო საბჭოს წევრისათვის "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის პირობებს.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.