1 მარტი, 2010 - 21:10

რადიო "მწვანე ტალღამ" ქართული მედიის შესახებ გადაცემების მომზადება დაიწყო

რადიო "მწვანე ტალღამ"  1 მარტიდან  დაიწყო ქართულ მედიაზე მომზადებული გადაცემების ეთერში გაშვება.

პროექტი "ქართული მედიის კრიტიკა"   ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით. რედაქციის განცხადებით, პროექტის მიზანია მედიის პროფესიული კრიტიკის განვითარების ხელშეწყობა, მედიასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე საჯარო დისკუსიის ხელშეწობა განსხვავებული პოზიციის მქონე მხარეების, ექსპერტებისა და მედია პროფესიონალების მონაწილეობით. აგრეთვე, სამოქალაქო საზოგადოებისა და თავად ჟურნალისტების ინფორმირებულობის გაზრდა ჟურნალისტის პროფესიული უფლებებისა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების შესახებ.

გადაცემა  პირდაპირ  ეთერში გადის  ყოველ   ორშაბათს, 19:00 საათზე.  რადიოს მოყვარული  10 თვის განმავლობაში  გადაცემის 40 გამოშვებას მოუსმენს. წამყვანები არიან ლაშა ბაქრაძე, სანდრო  თარხან-მოურავი და სანდრო ნავერიანი.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.